USD 2.8403

EUR 2.909

TRY 0.0789

GBP 3.4964

RUB 0.028368

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
6 შეცდომა, რომლებსაც მძღოლობის კანდიდატები გამოცდის ჩაბარებისას უშვებენ

6 შეცდომა, რომლებსაც მძღოლობის კანდიდატები გამოცდის ჩაბარებისას უშვებენ

2023-05-01 01:10:39

საქართველოს შსს მომსახურების სააგენტო ასახელებს 6 შეცდომას, რომლებსაც მძღოლობის კანდიდატები რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში გამოცდის ჩაბარებისას უშვებენ:

1. არასათანადოდ იყენებენ მოხვევის შუქ-მაჩვენებელს.

2. არ ასრულებენ ან არასათანადოდ ასრულებენ საგზაო ნიშნებისა და საგზაო მონიშვნების მოთხოვნებს.

3. არასათანადოდ აკვირდებიან არსებულ საგზაო ვითარებას, არ ახორციელებენ მასზე მეთვალყურეობასა და კონტროლს.

4. არ ასრულებენ შუქნიშნის მაშუქი სიგნალების მოთხოვნებს.

5. გზას არ უთმობენ უპირატესობის მქონე საგზაო მოძრაობის მონაწილეს.

6. გზის მონაკვეთის შესამოწმებლად არ იყენებენ ავტომობილის უკუხედვის შიდა და გარე სარკეებს.

იგივე თემაზე: 

 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები