USD 2.794

EUR 2.901

TRY 0.0776

GBP 3.4794

RUB 0.02884

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
29 ოქტომბერს თბილისი ისტორიული ავტომობილების ყველაზე დიდი ფესტივალს მასპინძლობს

29 ოქტომბერს თბილისი ისტორიული ავტომობილების ყველაზე დიდი ფესტივალს მასპინძლობს

2023-10-27 22:00:08

29 ოქტომბერს თბილისი ისტორიული ავტომობილების ყველაზე დიდი ფესტივალს მასპინძლობს, რომელიც ვარდების მოედანზე (რესპუბლიკის მოედანზე) გაიმართება. გამოფენა/ფესტივალის ორგანიზატორია საქართველოს ისტორიული ავტომობილების ასოციაცია. როგორც ასოციაციის პრეზიდენტმა ლაშა ნარსიამ Business Insider Georgia-სთან საუბრისას განაცხადა, ფესტივალზე მთლიანობაში 150-მდე ავტომობილი იქნება წარმოდგენილი და მათგან ყველაზე ძველი 1935 წელს გამოშვებული ავტომობილია. 

„წარმოდგენილი ავტომობილების თითქმის 100%-ი არის კერძო კოლექციებიდან, რადგანაც ყველა არის ან კერძო კოლექციონერი ან მოყვარული. გამოფენაზე ყველაზე ძვირფასი ავტომობილი, 150 ათასი დოლარის ღირებულებისაა.

ამ დროისათვის დარეგისტრირებულია დაახლოებით 150 ავტომობილი, იქიდან გამომდინარე, რომ მეტის დატევის საშუალება არ გვაქვს“, - აღნიშნა ლაშა ნარსიამ. 
 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები