USD 2.8153

EUR 2.9482

TRY 0.0773

GBP 3.5569

RUB 0.031989

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, წვევამდელებმა სამხედრო ფიცი დადეს

26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, წვევამდელებმა სამხედრო ფიცი დადეს

2023-05-26 12:50:27

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, ტრადიციულად, წვევამდელების ფიცის დადების ცერემონია გაიმართა.

რეკრუტთა პირადმა შემადგენლობამ სამშობლოსა და ერის წინაშე საზეიმოდ დადეს ფიცი, რითიც ოფიციალურად შეუერთდნენ საქართველოს თავდაცვის ძალებს.

თბილისის გარდა, წვევამდელებმა ფიცი დადეს აჭარაში, გურიაში, იმერეთში, კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები