USD 2.794

EUR 2.901

TRY 0.0776

GBP 3.4794

RUB 0.02884

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
24 საათიანი სამუშაო გრაფიკი, ხარისხი და სერვისის მრავალფეროვნება ჩვენი კონკურენტული უპირატესობაა - ,,საშხაპე“

24 საათიანი სამუშაო გრაფიკი, ხარისხი და სერვისის მრავალფეროვნება ჩვენი კონკურენტული უპირატესობაა - ,,საშხაპე“

2023-11-04 11:59:09

,,საშხაპე“ გაცილებით მეტია, ვიდრე ავტოსამრეცხაო. კომპანია რამდენიმე სერვისს აერთიანებს, როგორიცაა ავტოსამრეცხაო, ტექინსპექტირების ცენტრი და კაფე. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ავტოსამრეცხაო მოქალაქეებს 24 საათის განმავლობაში ემსახურება, მომსახურების პირობები, გრაფიკთან ერთად, კომპანიას ქართულ ბაზარზე აშკარად გამოარჩევს.

,,ბაზარზე ნამდვილად არის კონკურენტული გარემო, ბევრი ახალი კომპანია შეიქმნა, რომელიც რეცხვის სერვისს სთავაზობს მომხმარებელს. თუმცა ვთვლით, რომ კონკურენტული უპირატესობა ნამდვილად ჩვენს მხარეზეა. ამის პირობას იძლევა მოქნილი პირობები, კომფორტული გარემო მომხმარებლებისთვის და უწყვეტი სამუშაო გრაფიკი, 24 საათის განმავლობაში ვემსახურებით მომხმარებლებს და ვქმნით მათზე მორგებულ, მაქსიმალურად კომფორტულ და მიმზიდველ გარემოს. სამრეცხაოსთან განთავსებულია ბარ-რესტორანი ღია ვერანდით, სადაც ევროპული სამზარეულოს დაგემოვნებაა შესაძლებელი. მრავალფეროვანი სერვისი, ხარისხი და გარემო მთლიანობაში დებს გარანტირებულ შედეგს, რაც მოთხოვნაზეც აისახება. ნებისმიერ პერიოდში აქტიურად მოგვმართავენ ჩვენი კლიენტები. ,,საშხაპე“ ეს არის ადგილი, სადაც  ავტომფლობელებისთვის ყველაზე კომფორტული პირობებია შექმნილი, რაც საბოლოოდ მათ არჩევანს განსაზღვრავს“, - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი Business Insider Georgia- თან.

ცნობისთვის, ,,საშხაპე“ 2012 წელს შეიქმნა.

ამ ეტაპზე იგი ორი ლოკაციით არის წარმოდგენილი უნივერსიტეტის ქუჩაზე და უკვე წერეთლის გამზირზეც.

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები