Toyota Camry-ის შემდეგი თაობა, ყველაზე გაყიდვადი სედანი, აშშ-ს ბაზარზე მხოლოდ გაზის ელექტრო ჰიბრიდული ძრავით გამოვა. რაც იაპონური ავტომწარმოებლის მიერ გადადგმული ყველაზე თამამი ნაბიჯია, ჰიბრიდული ტექნოლოგიების აშშ-ის ბაზრის გულში გადასატანის შემდეგ.
„2025 წლის Camry აერთიანებს 2.5 ლიტრიან ბენზინის ძრავასა და ელექტროძრავის სისტემას, რომელიც უფრო მეტი სიმძლავრის მიწოდებას უზრუნველყოფს მანქანის როგორც წინა წამყვანი, ასევე ყველა წამყვანი ვერსიით“, - განაცხადეს კომპანიაში.
მიუხედავად იმისა, რომ Toyota-მ დააჩქარა ელექტრომობილების ტექნოლოგიის განვითარება, ის ჯერ კიდევ დებს ფსონს, რომ მოთხოვნა ჰიბრიდებსა და დანამატ-ჰიბრიდებზე მზარდი დარჩება, რადგან ავტომწარმოებელი იყენებს მრავალმხრივ მიდგომას და ცდილობს მომხმარებლის მოთხოვნა ყველა ბაზარზე დააკმაყოფილოს.
ჰიბრიდული ძრავა და ახალი ელექტრონული სისტემა აწვდის 232 ცხენის ძალას - თითქმის 15%-ით მეტს, ვიდრე გამავალი Camry მექანიკური ძრავიანი სისტემა, - აცხდბენ Toyota-ში.
Toyota-მ არ გაამჟღავნა ფასები და საწვავის ეფექტურობის მაჩვენებლები 2025 Camry-თვის, რომელიც შოურუმებში მომავალი წლის გაზაფხულზე გამოვა. ყველაზე იაფი Camry-ის ჰიბრიდული მოდელი ამჟამად იყიდება დაახლოებით 2400 დოლარად ძვირად, ვიდრე ყველაზე იაფფასიანი წვის Camry.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში