USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2024 წლის მონაცემებით, ფოთის პორტში ყველაზე მეტი კონტეინერი მაისში დამუშავდა - APM Terminals Poti

2024 წლის მონაცემებით, ფოთის პორტში ყველაზე მეტი კონტეინერი მაისში დამუშავდა - APM Terminals Poti

2024-06-08 10:00:00

2024 წლის მონაცემებით, ფოთის პორტში ყველაზე მეტი კონტეინერი მაისში დამუშავდა,- ამის შესახებ ინფორმაციას APM Terminals Poti-ი ავრცელებს. 

2024 წლის იანვრიდან დღემდე, ეიპიემ ტერმინალს ფოთმა მაისის თვეში ყველაზე მეტი, 53 129 TEU კონტეინერი დაამუშავა.

„მიუხედავად იმისა, რომ იანვრიდან ამ დრომდე კონტეინერის დამუშავების მაჩვენებელი ყოველთვიურად მზარდია (აპრილი - 45 989 TEU, მარტი - 41 104 TEU), მაისი ამ მხრივ კიდევ უფრო გამორჩეული იყო.

იანვარ-მაისის მონაცემებით, ჯამში APM Terminals Poti-ს მიერ 225,630 TEU კონტეინერი დამუშავდა. გაზრდილია საკონტეინერო გემების მიღებაც. APM Terminals Poti-მა 2024 წლის მაისის თვეში 30 საკონტეინერო გემი მიიღო, აპრილში 27, ხოლო მარტში 24“, - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები