USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2024 წლის მარტ-აპრილში ანაკლიის პორტის მშენებლობა დაიწყება - მთავრობის გეგმა

2024 წლის მარტ-აპრილში ანაკლიის პორტის მშენებლობა დაიწყება - მთავრობის გეგმა

2023-11-03 14:59:44


ეკონომიკის სამინისტროს დამატებით გამოეყოფა 150 მილიონი ლარი  და ჯამში, 800 მილიონ ლარამდე იქნება ბიუჯეტი, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის გათვალისწინებული იქნება ჯამურად 70 მილიონი ლარი.

შედარებისთვის მინდა ვთქვა, რომ 2012 წელთან შედარებით გაზრდილია 326 მილიონი ლარით ბიუჯეტი. აქედან მინდა მნიშვნელოვანი სიახლე გაცნობოთ. ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის გათვალისწინებული იქნება ჯამურად 70 მილიონი ლარი. 50 მილიონი ლარი იქნება 2024 წელს ჩადებული და 20 მილიონი უკვე წელს გამოვუყავით.  ჩვენი მხრიდან დასადები თანხები უკვე მობილიზებულია, დაიწყება მშენებლობა გაზაფხულზე, ასეთი გეგმის მიხედვით. ასევე აქტიურად მიმდინარეობს ახლა ინვესტორის შერჩევა, რომელიც მალე დასრულდება, მაქსიმუმ დეკემბერი-იანვარში გამოვაცხადებთ გამარჯვებულ ინვესტორს და ჩვენ ერთობლივად დავიწყებთ ანაკლიის პორტის მშენებლობას 2024 წლის მარტი-აპრილში, დაახლოებით ასეთი გეგმა გვაქვს", - განაცხადა პრემიერმა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები