USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2024 წლის ბიუჯეტში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის ₾90 მილიონია გათვალისწინებული - გიორგი კაკაურიძე

2024 წლის ბიუჯეტში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის ₾90 მილიონია გათვალისწინებული - გიორგი კაკაურიძე

2023-10-11 13:22:45

2024 წლის ბიუჯეტში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაზე 90 მილიონი ლარია გათვალისწინებული. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. 

„ეს [თანხა] არ არის გათვალისწინებული მხოლოდ გურიისა და რაჭის ნაწილში. უფრო გურიის ნაწილში იქნება მეტი სამუშაოები. ვინაიდან რაჭაში, თვითონ შოვის ტერიტორიაზე რა ინფრასტრუქტურის აღდგენა უნდა მოხდეს, ჯერჯერობით აქ კითხვებია. შესაძლებელია თუ არა იქ რამეს აღდგენა და ისეთი მოცულობის მიწაა, ამაზე ჯერ პასუხი არ მაქვს. ერთობლივად ინფრასტრუქტირის სამინისტროსა და მუნიციპაიტეტთან უნდა განვიხილოთ და ვნახოთ. თუმცა არა მგონია იმ ტერიტორიის აღდგენა ორ წელიწადში ტექნიურადდაც კი იყოს შესაძლებელი, რომ შოვი ისევ ისეთი მივიღოთ, როგორც ამ სტიქიამდე იყო“, - აცხადებს კაკაურიძე. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები