ახლო აღმოსავლეთში არსებული დაპირისპირება რა გავლენას მოახდენს ბიუჯეტის შემოსულობების ჭრილში ჯერჯერობით უცნობია, თუმცა როგორც Business Insider Georgia-სთან ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ განაცხადა გარკვეული რისკები 2024 წლის ბიუჯეტის საბაზისო სცენარში უკვე გათვალისწინებულია.
„ტურიზმიდან შემოსავლები პირდაპირ ბიუჯეტში არ ითვლება. ეს არის ეკონომიკაში შემოსავლები და ეკონომიკის შემოსავლიდან არის ეკონომიკური ზრდა, რომლითაც ითვლება ზოგადად ბიუჯეტის შემოსავლები.
რაც შეეხება გავლენას ეკონომიკურ ზრდაზე, ჩვენ წარმოდგენილი გაქვს ფისკალური სცენარების ანალიზი, საბაზისო სცენართან ერთად არის როგორ პოზიტიური სცენარი, ასევე ნეგატიური სცენარი. იქ უკვე განხილული გაქვს ის რისკები, რაც შეიძლება საგარეო ფაქტორებიდან გამომდინარეობდეს.
რისკების მატერიალიზაციის გარკვეული ნაწილი გვქონდა ასახული საბაზისო სცენარში, შესაბამისად კორექტირებას ამ მიმართულებით არ ველოდებით. ვინაიდან რისკების მატერიალიზაციის საბაზისო სცენარში უკვე არის გათვალისწინებული“, - აცხადებს გიორგი კაკაურიძე.
შეგახსენებთ, რომ ისრაელ-პალესტინის შორის მიმდინარე ომის ფონზე ისრაელიდან საქართველოში ტურისტების შემოდინება ფაქტობრივად შეწყდა, ხოლო რაც შეეხება ორ ქვეყანას შორის საჰაერო რეისებს, ფრენები მინიმუმამდეა შემცირებული.
რაც შეეხება საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავლებს მიმდინარე სტატისტიკა ასეთია:
2023 წლის I-III კვარტალში მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს და რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა – 3,251,651,900 აშშ. დოლარი, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდს +25.9% ით აღემატება (+668,812,328 აშშ დოლარი). 2022 წელთან შედარებით მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია +734,468,385 (+29.2%) აშშ დოლარით.
2023 წლის III კვარტალში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს და 1,447,121,966 აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით +28.4% ზრდაა, 2022 წლის მესამე კვარტალთან შედარებით კი მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია +72,468,664 (+5.3%) აშშ დოლარით.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში