USD 2.8224

EUR 2.9418

TRY 0.0786

GBP 3.5382

RUB 0.028728

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2024 წელს საქართველოს მთავრობის ვალის მაჩვენებელი 38.2%-ზე იქნება - ფინანსთა მინისტრი

2024 წელს საქართველოს მთავრობის ვალის მაჩვენებელი 38.2%-ზე იქნება - ფინანსთა მინისტრი

2023-09-29 15:11:11

2024 წელს საქართველოს მთავრობის ვალის მაჩვენებელი ე.წ. უსაფრთხო დონეზე, 38.2%-ზე იქნება. როგორც ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, 2020 წელს ქვეყნის საგარეო ვალი 60%-ზე მეტი იყო, თუმცა მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებებით მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდა.

„მთავრობის ვალის მაჩვენებელი ე.წ. უსაფრთხო დონეზე იქნება. 2020 წელს 60.2% იყო. ჩვენ მიერ გატარებულმა ღონისძიებებმა და მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ კი შესაძლებლობა მოგვცა, რომ მთლიან შიდა პროდუქტთან შედარებით მთავრობის ვალის დონე მნიშვნელოვნად შეგვემცირებინა. მომდევნო წელს 38.2% იქნება, რაც საქართველოს ზომის ეკონომიკისთვის სრულიად უსაფრთხო მაჩვენებლად ითვლება“, - აღნიშნა მინისტრმა. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები