USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2023 წელი ქვეყანაში სამკურნალო საშუალებების იმპორტის ღირებულებით რეკორდულია

2023 წელი ქვეყანაში სამკურნალო საშუალებების იმპორტის ღირებულებით რეკორდულია

2023-12-27 17:00:00

ქვეყანაში დაფასოებული სამკურნალო საშუალებების იმპორტი მზარდია. საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში ქვეყანაში 489,633.75 ათასი დოლარის ღირებულების  დაფასოებული სამკურნალო საშუალებები შემოვიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 360,898.87 ათასი დოლარის, შესაბამისად ზრდა 36%-ია.

სტატისტიკური მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ საქართველოსთვის დაფასოებული სამკურნალო საშუალებების იმპორტის კუთხით ნომერ პირველი ბაზარი თურქეთია. სწორედ თურქეთზე მოდის  ქვეყანაში იმპორტირებული სამკურნალო საშუალებების საერთო ღირებულების 28%-ი.

TOP-5 ქვეყანა, სადაც საქართველოს დაფასოებულ სამედიცინო საშუალებებს ყიდულობს:

  • თურქეთი - 136,288.69 ათასი დოლარი,
  • შვეიცარია - 53,099.40 ათასი დოლარი,
  • გერმანია - 52,182.53 ათასი დოლარი,
  • უნგრეთი - 36,486.48 ათასი დოლარი,
  • საფრანგეთი - 28,560.33 ათასი დოლარი.

იმპორტირებული დაფასოებული სამკურნალო საშუალებების 45%-ი საქართველოში ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოდის. 

აღსანიშნავია ისიც, რომ 2023 წელი იმპორტირებული დაფასოებული სამკურნალო საშუალებების ღირებულების კუთხით უკვე რეკორდულია, რადგანაც 11 თვის მაჩვენებელი უკვე ბევრად აჭარბებს გასული წლების წლიურ მაჩვენებლებს. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები