2022 წელს შესწორებულმა გენდერულმა საათობრივმა სახელფასო სხვაობამ 15.4 პროცენტი შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი ყოველთვიური სახელფასო სხვაობის შემთხვევაში 23.0 პროცენტია.
საქსტატის განმარტებით, გასულ წელთან შედარებით გენდერული საათობრივი სახელფასო სხვაობა 0.4 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული, ხოლო ყოველთვიური სახელფასო სხვაობა გაზრდილია - 1.6 პროცენტული პუნქტით.
2022 წელს მრეწველობის სფეროში შესწორებულმა გენდერულმა საათობრივმა სახელფასო სხვაობამ 21.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო მომსახურების სფეროში - 14.7 პროცენტი.
დაკავებული თანამდებობების/პოზიციების მიხედვით, ყველაზე დიდი შესწორებული საათობრივი გენდერული სახელფასო სხვაობა დანადგარებისა და მოწყობილობების ოპერატორების და ამწყობების პოზიციაზე დაფიქსირდა და 53.4 პროცენტი შეადგინა, მეორე ადგილზეა ხელოსნები და მონათესავე სფეროების მუშები (42.7%).
გენდერული სახელფასო სხვაობა წარმოადგენს კაცისა და ქალის საშუალო ხელფასებს შორის სხვაობის თანაფარდობას კაცის საშუალო ხელფასთან. გენდერული სახელფასო სხვაობა, რომელიც არ ითვალისწინებს დემოგრაფიულ და სამუშაო მახასიათებლებს, ცნობილია, როგორც შეუსწორებელი გენდერული სახელფასო სხვაობა. დემოგრაფიული მახასიათებლების (ასაკი, განათლება, ოჯახური მდგომარეობა, საცხოვრებელი ადგილმდებარეობა - რეგიონი/დასახლების ტიპი და ა.შ.) და სამუშაო მახასიათებლების (ეკონომიკური საქმიანობის სფერო, დაკავებული პოზიცია და. ა.შ.) გათვალისწინების შემთხვევაშიც კაცისა და ქალის ხელფასებს შორის არსებობს სხვაობა. აღნიშნული სხვაობა წარმოადგენს შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ გენდერული უთანასწორობის მაჩვენებელს. სახელფასო სხვაობის გამომწვევი სოციალური ფაქტორები საკმაოდ კომპლექსურია.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ფუნდამენტური კონვენცია „მამაკაცთა და ქალთა თანაბარი ღირებულების შრომის თანაბარი ანაზღაურების შესახებ“ ქვეყნებს ავალდებულებს უზრუნველყონ თანაბარი ღირებულების შრომის თანაბარი ანაზღაურება დისკრიმინაციის გარეშე.
საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, შესწორებული გენდერული სახელფასო სხვაობის მაჩვენებელი გაანგარიშებულია სამუშაო ძალის გამოკვლევის საფუძველზე, 15-64 წლის დაქირავებული მოსახლეობისთვის, რეგრესიული მოდელის გამოყენებით.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში