USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2022 წელს მადარტის პროდუქციაზე ფასნამატი საშუალოდ 54.1%-ია

2022 წელს მადარტის პროდუქციაზე ფასნამატი საშუალოდ 54.1%-ია

2023-11-20 10:00:00

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს „არბო 2009“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 205273498),  2009 წლის 20 თებერვალს დაფუძნდა, რომელიც 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ფლობდა შვილობილ კომპანია შპს „მადარტ დელივერის“ (ს/კ 405405413).

შპს „არბო 2009“ შვილობილ კომპანიასთან ერთობლივად მოხსენიებულია, როგორც - „ჯგუფი“ და წარმოადგენს საკონდიტრო პროდუქცის მწარმოებელ ერთერთ უმსხვილეს ქსელს საქართველოს მასშტაბით.

2022 წლის ფინანსური მაჩვნეებლების მიხედვით მადარტის შემოსავლებმა (ამოანგებმა) 49 მილიონი შეადგინა, რაც 30% გაზრდის ტოლფასია 2021 წლის 37 მილიონ შემოსავლებთან შედარებით, საიდანაც 97% ყოველწლიურად პროდუქციის რეალიზებიდან მიღებულ შემოსავალს წარმოადგენს.

მადარტის შემოსავლებსა და პროდუქციის თვითღირებულებაზე დაყრდნობით, 2022 წლის საერთო მოგების მარჟა მადარტის ყველა პროდუქტისათვის საშუალოდ 35% წარმოადგენდა 2021 წელს კი აღნიშნული მაჩვენებელი 33% შეადგენდა,

რაც ნიშნავს 2022 წელს მადარტის პროდქციაზე ფასნამატი საშუალოდ 54.1% წარმოადგენდა, 2021 წელს კი აღნიშნული მაჩვენებელი 49.9% შეადგენდა.

მადარტის ჯგუფში ერთერთ მნიშვნელოვან ხარჯს წარმოადგენს პერსონალის ანაზღაურების ხარჯები. 2022 წელს ჯამურად მთლიან შემოსავლებში პირდაპირი მუშახელის და ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასმა 24.7%-იანი წილი დაიჭირა 2021 წელს კი 26.2% შეადგენდა, რაც რიცხვობრივად 12.1 მილიონ ლარს და 9.8 მილიონ ლარს შეადგენს შესაბამისად.

აღსანიშნავია, რომ მადარტში 2022 წელს თანამშრომლების რაოდენობა გაზრდილია 627 დან 789 ადამიანამდე, 26% ხოლო სახელფასო ჯამურ ანაზღაურება გაზრდილია 23%.

შესაბამისად კომპანიაში საშუალო ხელფასი შემცირებულია, კერძოდ 2021 წლის საშუალო ხელფასი (გადასახადების ჩათვლით ) 1315 ლარს შეადგენდა, 2022 წელს კი 1284 ლარამდე შემცირდა.

მადარტის ჯგუფი საკუთარ ფინანსურ ანგარიშგებაში ამავდროულად ასაჯაროებს ინფორმაციას სხვა შემოსავლების შესახებ.

სხვა შემოსავლების ერთერთ პუნქტს წარმოადგენს პერსონალის ჯარიმებიდან მიღებული შემოსავალი,

რაც 2021 წელს 26.8 ათას ლარს წარმოადგენდა, 2022 წელს კი პერსონალის ჯარიმებიდან მიღებული შემოსავალი გაორმაგდა და 56 ათასი შეადგინა. 

2021 წელს მადარტის წმინდა მოგება 4.5 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც შემოსავლებთან მიამრთებით 12.05 % ტოლი იყო, შესაბამისად წმინდამ მოგების მარჟა 12.05% წარმოადგენდა.

2022 წელს კი ანალოგიური მაჩვენებელი 5.03 მილონამდეა გაზრდილი, თუმცა წმინდა მოგების მარჟა შემცირებულია 10.23%-ით, რაზეც სავარაუდოდ საკვანძო გავლენა აქვს პირდაპირი მასალების გაძვირებას, რომლსი ხარჯიც 2021 წელს 15,3 მილიონს შეადგენდა 2022 წელს კი 18.9 მილიონამდეა გაზრდილი, ასეთი ზრდამ გამოიწვია წმინდა მოგების მარჟის წინა წელთან შედარებით შემცირება.

ავტორი: პაპუნა გიქორაშვილი

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები