USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2022 წელს ICR - ის ფასნამატი ტანსაცმელზე, ფეხსაცმელსა და აქსესუარებზე 100%-ია

2022 წელს ICR - ის ფასნამატი ტანსაცმელზე, ფეხსაცმელსა და აქსესუარებზე 100%-ია

2023-12-20 18:00:00

ICR ჯგუფი თავის თავში აერთანებს პროდუქცის და მომსახურების მიმწოდებელი კომპანიების ფართო სპექტრს:

შპს  “საერთაშორისო  კორპორაცია  აი  სი  არ“  (შემდგომში  კომპანია)  დაფუძნდა  1995  წელს,  როგორც  სავაჭრო  და მომსახურების  კომპანია.  2016  წლიდან  კომპანიაში  დაიწყო  რეორგანიზაცია  და  ჰოლდინგურ  მართვაზე  გადასვლა, რის   შედეგადაც   ჩამოყალიბდა   ჯგუფის  მშობელ  კომპანიად   და   აერთიანებს  შემდეგ   შვილობილ   და   მეკავშირე საწარმოებს (შემდგომში ჯგუფი):

დასახელება

საქმიანობის
ქვეყანა

31.12.2022

31.12.2021

შვილობილი/
მეკავშირე

საოპერაციო საქმიანობა

შპს აი სი არ ტრეიდი

საქართველო

100%

100%

შვილობილი

საცალო ვაჭრობა

შპს ჩემი სახლი

საქართველო

100%

100%

შვილობილი

საცალო ვაჭრობა

შპს აი სი არ ფუუდ ენდ ბევერეჯ

საქართველო

100%

100%

შვილობილი

სარესტორნო საქმიანობა

შპს ჯეო ორგანიკს*

საქართველო

85%

85%

შვილობილი

სოფლის მეურნეობა

შპს ქარვასლა

საქართველო

28.26%

28.26%

მეკავშირე

უძრავი ქონება

შპს აგრიფარმინგი

საქართველო

25%

25%

მეკავშირე

სოფლის მეურნეობა

ჯგუფის დამფუძნებლების გადანაწილება კი შემდეგნაირია:

 

31.12.2022

კახა ხაზარაძე

29.73%

ნანი ანდიაშვილი

25.27%

ნათია შარაბიძე

15%

სალომე ხაზარაძე

15%

მარიამ ხაზარაძე

15%

სულ

100%

2022 წელს ICR შემოსავლები 116 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც 20 % ით მეტია 2021 წლის 97 მილიონ ლარზე. გაყიდული პროდუქცის გათვალისწინებით< მთელ ჯგუფში საერთო მოგების მარჟამ 2022 წელს 47.51% შეადგინა, 2021 წელს კი 45.36% შეადგენდა. რაც ნიშნავს, რომ საშალოდ ICR ჯგუფში 2022 წელს ფასნმატმა 91% შეადგინა, 2021 წელს კი 83% შემოფარგლებოდა.

ICR ანგარიშგებაზე დაყრდნობით შემოსავლებში ყველაზე დიდი წილი ტასაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარებიდან მიღებულ რეალიზაციას უჭირავს, როგორც 2022 ასევე 2021 წელს. შემდეგ ადგილზე მოდის ავეჯის და სახლის აქსესუარების რეალზიება, შემდეგ კი კვების ობიექტებიდან მიღებული შემოსავალი. სხვა დანარჩენი შემოსავლები კი დაკავშირებულია სხვა საქმიანობებთან.

როგორც ანგარიშგების ანალიზის შედეგად ირკვევა, ტასაცმელზე, ფეხსაცმელსა და აქსესუარებზე ფასნამტმა 2021 წელს 81% შეადგინა, 2022 წელს კი 100%. ავეჯის და სახლის აქსესურების ფასნამატმა 2021 წელს 79% და 2022 წელს 62% შეადგინა, კვების ობიექტებში არსებულმა ფასნამატმა კი 2021 წელს 91%, 2022 წელს კი 121% შეადგინა

ICR - ის წმინდა შემოსავლებმა 2022 წელს 15.8 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2021 წლის 14 მილიონთან შედარებით გაზრდილია  13%, კერძოდ 1.8 მილიონი ლარით. წმინდა მოგების მარჟა კი თითქმის უცვლელი აქვთ წლების მანძილზე 2021 წელს 14.48% და 2022 წელს 13.64%.

ავტორი: პაპუნა გიქორაშვილი

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები