შპს „ავერსი-ფარმა“ (შემდგომში კომპანია) წარმოადგენს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას, რომელიც დაარსდა 1999 წლის 14 მაისს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 2022 და 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით კომპანიის 67% და 33% ფლობდნენ პაატა კურტანიძე და ნიკოლოზ კურტანიძე შესაბამისად. გარდა ფარმაცევტული საქმიანობისა, ჯგუფში შედის შემდგომი კომპანიები:
დასახელება |
2022 |
საოპერაციო საქმიანობა |
შპს ავერსი კლინიკა |
100% |
სამედიცინო მომსახურება |
სს კ.ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური |
100% |
სამედიცინო მომსახურება |
სს სადაზღვევო კომპანია ალფა |
100% |
სადაზღვევო მომსახურება |
შპს მედალფა |
100% |
სამედიცინო მომსახურება |
შპს აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკა |
100% |
სამედიცინო მომსახურება |
შპს მახინჯაურის მრავალპროფილიანი პოლიკლინიკა |
100% |
სამედიცინო მომსახურება |
შპს მედკაპიტალი |
50% |
სამედიცინო მომსახურება |
შპს ბრიუფარმ ჯორჯია |
50% |
უმოქმედო |
2022 წლის მდგომარეობით ავერსი ფარმას შემოსავლებმა მთლიანი ჯგუფისათვის 737 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7% ით არის გაზრდილი. 2021 წელს კი კომპანიის შემოსავლები 690 მილიონ ლარს შეადგენდა. 2022 წელს, შემოსავლების 75% პროდუქციის რეალიზებიდან იყო მიღებული, 25% კი სამედიცინო მომსახურებიან, 2021 წელს კი 69% და 31% შეადგენდა შესაბამისად. პროდუქციის რეალიზებიდან მიღებული შემოსავალი 2022 წელს 475 მილიონი ლარიდან 17% გაიზარდა და 554 მილიონი ლარი შეადგინა, მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი კი 215 მილიონი ლარიდან 15% შემცირდა და 183 მილიონი ლარი შეადგინა. ასევე ავერსი ფარმა გვთავაზობს საკუთარი შემოსავლების ჩაშლას შემოსავლის ტიპის მიხედვით. შემოსავლებში ლიდერობს ფიზიკური პირებისგან მიღებული შემოსავლები, კერძოდ 2022 წელს ფიზიკური პირებიდან მიღებულია 423 მილიონი ლარი, 2021 წელს კი 333 მილიონი ლარი, საყოველთაო დაზღვევიდან მიღებულია 144 მილიონი ლარი 2022 წელს, 172 მილიონი ლარი 2021 წელს, კერძო სადაზღვეო ორგანიზაციებიდან კი მხოლოდ 15 მილიონი ლარი 2022 წელს და 16.9 მილიონი ლარი 2021 წელს.
2022 წელს, კომპანია ავერსი ფარმა შემოსავლების 20% პერსონალის ანაზღაურებაში იხდიდა, 2021 წელს კი 18.7% ნაწილდებოდა ხელფასებში, რაც რიცხვებში 147 მილიონ ლარად და 128 მილიონ ლარად გამოიხატება. სახელფასო ხარჯებს ყველაზე დიდი გავლენა აქვს კომპანიის მომგებიანობაზე. თუმცა 2022 წლის მდგომარეობით ავერსი ფარმას წმინდა მოგებამ 61 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 20 მილიონით ნაკლებია 2021 წლის 82 მილიონ ლარ წმინდა მოგებასთან შედარებით. შესაბამისად ავერსი ფარმას წმინდა მოგების მარჟა 2022 წელს 8.4% შეადგენს 2021 წელს კი 12%.
ავტორი: პაპუნა გიქორაშვილი
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში