USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2021 წელს თავისუფალმა უნივერსიტეტმა 18.1 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო

2021 წელს თავისუფალმა უნივერსიტეტმა 18.1 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო

2023-11-06 16:00:58

2021 წლის მაჩვენებლებით თავისუფალი უნივერსიტეტი შემოსავლების კუთხით ერთ-ერთი ლიდერი კერძო უნივერსიტეტია. ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, 2020 წელთან შედარებით 2021 წელს ყველა წამყვან კერძო უნივერსიტეტს აქვს შემოსავლების ზრდა, გარდა თავისუფალი უნივერსიტეტისა, 2021 წელს თავისუფალ უნივერსიტეტის შემოსავალი თითქმის იგივეა, რაც 2020 წელს ჰქონდა. 2020 წელს თავისუფალი უნივერსიტეტის შემოსავალი 18.1 მილიონი ლარი იყო და ანალოგიურად 18.1 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო უნივერსიტეტმა 2021 წელსაც.

მიუხედავად იმისა, რომ შემოსავლების თვალსაზრისით თავისუფალი უნივერსიტეტი ლიდერობს, როგორც 2020 ასევე 2021 წელს, უნივერსიტეტის მოგებამ  2020 წლის 11.6 მილიონი ლარი შეადგინა, 2021 წელს კი მონაცემები შემცირდა 10.3% და 10.4 მილიონი ლარის წმინდა მოგება აჩვენა.

უნივერსიტეტების შემთხვევაში, ძირითადი ხარჯის კომპონენტს წარმოადგენს პერსონალზე გადახდილი ხარჯები, რადგან საგანმანათლებლო სექტორი ძირითადად მიეკუთვნება პერსონალზე დაფუძნებულ ბიზნეს (labour intensive) და არ საჭიროებს დიდი ოდენობით ფიზიკურ კაპიტალს.

თავისუფალი უნივერსიტეტის სახელფასო ხარჯები სტაბილურია  და 2020 წელს 6.2 მილიონ ლარს შეადგენდა, ხოლო 2021 წელს კი 3.9% გაიზარდა და 6.5 მილიონი ლარი შეადგინა.

თავისუფალ უნივერსიტეტს, შემოსავალთან მიმართებაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ანაზღაურების წილი აქვს, კერძოდ 35.7% - 2021 წელს, ხოლო 34.4%  - 2020 წელს.

2021 წლისთვის თავისუფალი უნივერსიტეტის აქტივების მოცულობა 62.7 მილიონი ლარი  იყო, ხოლო 2020 წელს 50 მილიონი ლარი.

აქტივების მოცულობაზე მეტად ბევრად მნიშვნელოვანია აქტივებზე უკუგების კოეფიციენტი, რაც ნიშნავს, თუ რამდენად ეფექტიანად ახერხებს კომპანია საკუთარი აქტივების გამოყენებას, ამ მაჩვენებლით თავისუფალმა უნივერსიტეტმა 2020 წელს ROA (აქტივებზე უკუგება) 23% აჩვენა, 2021 წელს კი 17%.

 

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები