USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
18 ოქტომბერს მესტია ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის ერთობლივ პროექტ „GRETA“-ს  შემაჯამებელ ღონისძიებას უმასპინძლებს

18 ოქტომბერს მესტია ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის ერთობლივ პროექტ „GRETA“-ს შემაჯამებელ ღონისძიებას უმასპინძლებს

2023-10-18 16:53:00

ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის ერთობლივ პროექტ “GRETA”-ს შედეგების შემაჯამებელი ღონისძიება სახელწოდებით “მოგზაურობა ახალი მწვერვალებისკენ” მთელი დღის განმავლობაში, სვანეთში, 3 განსხვავებულ ლოკაციაზე იმართება.

 

ადგილზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ ბოლო 4 წლის განმავლობაში ორგანული სოფლის მეურნეობისა და მდგრადი სამთო ტურიზმის სექტორებში სტრატეგიულ დონეზე განხორციელებული აქტივობებისა და მცირე თუ საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის მექანიზმების და შედეგების შესახებ მოისმინონ ინფორმაცია.

 

ღონისძიების მიზანი, ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის მხარდაჭერის ფარგლებში საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში, სამთო ტურიზმისა და ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით, არსებულ შედეგების შეჯამებასთან ერთად, საქართველოს სამთო კურორტების პოტენციალის და ბოლო წლების განმავლობაში მიღწეული პროგრესის  წარმოჩენაა.

 

ღონისძიების ფორმატი ასევე ყველა დაინტერესებული / ჩართული მხარის ერთ სივრცეში გაერთიანებას ითვალისწინებს და ადგილზე მაღალმთიან რეგიონებში (რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი, ზემო იმერეთი და ზემო სვანეთი) საერთო პერსპექტივით სამომავლო რეგიონების განვითარების ხედვაზე მსჯელობაც წარიმართა.

 

იმის გათვალისწინებით, რომ პროექტი “GRETA” აღნიშნული სექტორების ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით ხორციელდებოდა, დასკვნით ღონისძიებას როგორც საჯარო ისე კერძო სექტორის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებიან.

 

პროექტი GRETA, ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის დაფინანსებით განხორციელდა და მიზნად ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობას ისახავდა.

 

Პროექტის შედეგების შესახებ რამდენიმე საინტერესო ინფორმაცია:

 

  • ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის ერთობლივ მხარდაჭერას ქვეყნის სტრატეგიული დოკუმენტების შექმნის და განახლების მიმართულებით მნიშვნელოვანი კონტრიბუცია ჰქონდა. კერძოდ, დონორების მხარდაჭერით მოხდა ორგანული წარმოების მიმართულებით ევროკავშირის განახლებული რეგულაციების ადგილობრივ კანონმდებლობასთან ჰარმონიზება.
  • შეიქმნა სვანეთის რეგიონის ტურიზმის განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.
  • ჩამოყალიბდა სვანეთის  ადგილობრივი მართვის ორგანიზაცია (DMO) და მოხდა მისი გაძლიერება.
  • განხორციელდა სვანეთის რეგიონის ბრენდინგი, რაც რეგიონს ტურისტული თვალსაზრისით, მსოფლიო მასშტაბით პოპულარიზაციაში დაეხმარება.
  • პროექტმა სამთო ტურიზმის მიმართულებით 29, ხოლო ორგანული სოფლის მეურნეობის კუთხით 39 მცირე და საშუალო ბიზნესს დაუჭირა მხარი, რაშიც ჯამურად 1 160 000 ლარის საგრანტო დახმარება განხორციელდა.

 

პროექტი GRETA | „მწვანე ეკონომიკა: მდგრადი სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა“ ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის მხარდაჭერით, საქართველოში ავსტრიის განვითარების სააგენტო ახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობას და დამატებითი შემოსავლის შექმნის შესაძლებლობის გაზრდას საქართველოს ეკონომიკის ორ ისეთ მნიშვნელოვან სექტორში, როგორიცაა სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა. დამატებითი ინფორმაცია პროექტ GRETA-ს შესახებ: www.gretaproject.ge 

 

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები