USD 2.794

EUR 2.901

TRY 0.0776

GBP 3.4794

RUB 0.02884

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
17 ნოემბერს, ფერმერთა ასოციაციის ინიციატივით, „ფერმერის დღე" აღინიშნება

17 ნოემბერს, ფერმერთა ასოციაციის ინიციატივით, „ფერმერის დღე" აღინიშნება

2023-11-13 14:40:27

17 ნოემბერს, 19:00 საათზე, სასტუმრო სტამბის The Dome-ში საქართველოს ფერმერთა ასოციაციისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთობლივი ინიციატივით, „ფერმერის დღე“ გაიმართება.
ღონისძიების ოფიციალურ ნაწილს, სადაც სხვადასხვა ნომინაციებში ცხრა წარმატებული ფერმერი დაჯილდოვდება, 200-ზე მეტი სტუმარი მთავრობის, საკანონმდებლო ორგანოს, დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო, დონორი ორგანიზაციების, სექტორული ასოციაციებისა და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელი ფერმერები დაესწრებიან. ამ დღისთვის დამატებით დაწესდა ორი სპეციალური პრიზი.
საქართველოში ფერმერთა დღე 2015 წლიდან აღინიშნება, რომლის მიზანია, ფერმერთა შრომის და წვლილის დაფასება სოფლის მეურნეობის სექტორის ზრდისა და მდგრადობის ხელშეწყობაში.
ფერმერის დღის გენერალური მხარდამჭერია საქართველოს ბანკი, სპონსორები: ველი სთორი, ალდაგი,სანტე, თელიანი ველი,Soplidan.ge და სხვა. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები