USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
16 სექტემბერს ისთ ფოინთში Kids Market-ი გაიმართება

16 სექტემბერს ისთ ფოინთში Kids Market-ი გაიმართება

2023-09-10 14:55:47

16 სექტემბერს ისთ ფოინთში დიდი ამბები იგეგმება. 16 სექტებერს  ისთ ფოინთი   Kids Market -ს მასპინძლობს, სადაც შეძლებთ დაათვალიეროთ და შეიძინოთ 150-მდე მონაწილის მიერ შექმნილი ორიგინალური ნივთები, უგულშემატკივროთ თქვენს რჩეულს სუპერპრიზის მოსაგებად და ახალი სემესტრის დაწყებამდე კარგად გაერთოთ

ღონისძიება 12:00 საათზე დაიწყება და 20:00 საათზე დასრულდება. 

უფრო კონკრეტულად,   Kids Market 2023-ზე წარმოდგენილი იქნება მოსწავლეების მიერ შექმნილი, ორიგინალური ხელნაკეთი ნივთები, სათამაშოები და საინტერესო პროექტები. მარკეტზე შეძლებთ დაათვალიეროთ და შეიძინოთ სასურველი ნივთები და რაც მთავარია უგულშემატკივროთ თქვენს რჩეულ მონაწილეს 2000 ₾ სუპერ პრიზის მოსაგებად.

როგორ უგულშემატკივროთ? რჩეული ბრენდისთვის ხმის მიცემა შეგიძლიათ ელექტრონულად.

 დაასკანერეთ QR კოდი, რომელიც განთავსებული იქნება თითოეულ დახლსა და სპეციალურ სტენდებზე
 აირჩიეთ ელექტრონულ ფორმაში ბრენდი, რომელსაც გულშემატკივრობთ
 მიეცით ხმა (ხმის მიცემა შეგიძლიათ მხოლოდ ერთხელ)

  Kids Market 2023-ის I გამარჯვებული გამოვლინდება ხმების რაოდენობით, II გამარჯვებულს გამოავლენს ისთ ფოინთის ჟიური.

  Kids Market -ის მონაწილეებს ელოდებათ სპეციალური საჩუქარი  Yoyoso-სგან

  Kids Market -ზე წარმოდგენილი იქნება პროექტის პარტნიორი UG LIMES აკადემია, სადაც მარკეტის მონაწილეებს და ისთ ფოინთის სტუმრებს ექნებათ საშუალება გაეცნონ პროგრამირებად და ლეგო რობოტებს, მრავალფუნქციურ სახლის მოდელს, ინოვაციურ ტექნიკას და თავად ჩაერთონ ინტერაქციული სქემების აწყობასა და პროგრამირებაში.

 

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები