USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
16 მარტს წინანდლის მამული ბრიტანელი ლანდშაფტის არქიტექტორის, ენდი სტურჯენს უმასპინძლებს

16 მარტს წინანდლის მამული ბრიტანელი ლანდშაფტის არქიტექტორის, ენდი სტურჯენს უმასპინძლებს

2024-03-16 03:47:00

16 მარტს წინანდლის მამული ბრიტანელი ლანდშაფტის არქიტექტორის, ენდი სტურჯენს უმასპინძლებს. "რადისონ ქოლექშენში" გაიმართება ღია ლექცია თემაზე “თანამედროვე ბაღის შექმნა”.

ენდი სტურჯენი ბრიტანულ ტრადიციებზე აღზრდილი დიზაინერია, რომელიც არაერთი ათეული წელია მოღვაწეობს გაერთიანებულ სამეფოში. 2023 წელს ის დასახელდა საუკეთესო დიზაინერად ბრიტანული ბაღების საზოგადოების მიერ. მას ასევე მიღებული აქვს 6 ოქროს მედალი ჩელსის სამეფო ყვავილების ბაღების შოუზე.

სტურჯენის უმშვენიერესი ბაღები გვხვდება როგორც შუასაუკუნეების სასახლეების გარშემო, ასევე ლონდონური ცათამბჯენების სახურავებზე.

აღსანიშნავია, რომ ენდი სტურჯენის ღია ლექციით წინანდლის ბაღი გადადის ახალ ეტაპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ისტორიული მამული დამთვალიერებელს შესთავაზებს XXI საუკუნის სტანდარტებს ტრადიციების სრული დაცვით.

როგორც ცნობილია, წინანდლის ბაღს ჯერ კიდევ XIX საუკუნეში ადარებდნენ კიუსა და რიჩმონდის ბაღებს ბრიტანეთში. 16 მარტს კი ბრიტანეთის საუკეთესო ლანდშაფტის არქიტექტორის ტიტულის მფლობელი წაიკითხავს ღია ლექციას დაინტერესებული პირებისთვის და ისაუბრებს თანამედროვე ლანდშაფტურ-არქიტექტურული ამოცანების გადაჭრის მისეულ გზებზე.

დასწრება თავისუფალია.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები