USD 2.8224

EUR 2.9418

TRY 0.0786

GBP 3.5382

RUB 0.028728

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
12 ოქტომბერს, ბრიტანეთის საელჩო და პარტნიორები ბრიტანულ-ქართულ ფინტექ ფორუმს უმასპინძლებენ

12 ოქტომბერს, ბრიტანეთის საელჩო და პარტნიორები ბრიტანულ-ქართულ ფინტექ ფორუმს უმასპინძლებენ

2023-10-11 15:58:33


ფორუმი თავს მოუყრის ფინტექ-ში მომუშავე პროფესიონალებს საქართველოდან და დიდი ბრიტანეთიდან, სადაც მათ საშუალება ექნება ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება და დაამყარონ ახალი, საქმიანი კონტაქტები.

ბრიტანეთის საელჩო ფინტექ ფორუმს უკვე მეორედ მასპინძლობს. წელს, პარტნიორებს შორის არიან: დატაფესტ თბილისი; საქართველოს ფინტეკ ასოციაცის; საქართველოს ეროვნული ბანკი; თიბისი ბანკი; საქართველოს ბანკი და გრანტ თორნტონი.

ფორუმის მიზანია, ბრიტანულ-ქართულ კომპანიებს შორის თამანშრომლობის პლატფორმის შექმნა, არსებული ფინ-ტეკ კომპანიების წარმოჩენა და ბრიტანული ექსპერტიზის გაზიარება.     

ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ ფინტექ ეკოსისტემის გამორჩეული სპიკერები, მათ შორის დიდი ბრიტანეთიდან. ფორუმზე დამსწრეებს საშუალება ექნებათ მოისმინონ ინდუსტრიის ლიდერების წარმატების ისტორიები. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები