ციფრულ ეპოქაში, სადაც თითოეული ჩვენგანი წარმატებისკენ ისწრაფვის, ცდილობს მიზნებს მიაღწიოს, ოცნებები აისრულოს, ბევრი რამ მოასწროს, მაქსიმალურად შორს წავიდეს, ხშირად ამოსუნთქვა გვავიწყდება.
არადა დღე-ღამეში სულ 1440 წუთია, აქედან დაახლოებით 8 საათი ანუ 480 წუთი ძილისთვის გვჭირდება. დაახლოებით 1000 წუთი გვრჩება იმისთვის, რომ ვიცხოვროთ.
დღეში 1000 წუთი გვაქვს ყველაფრისთვის: გადავწყვიტოთ რა ჩავიცვათ, რამენაირად საცობებს ავცდეთ, არ დავაგვიანოთ სამსახურში, გავგზავნოთ ყველა მეილი, ჩავატაროთ ყველა შეხვედრა და შუალედებში ოჯახთან/შვილთან/შეყვარებულთან/ქრაშთან ურთიერთობაც არ გამოგვრჩეს. ერთი ამბიდან მეორე ამბამდე, ერთი დედლაინიდან მეორე დედლაინამდე, ერთი მეგობრიდან მეორე მეგობრამდე მივირბინოთ ისე, რომ გზად საკუთარი თავიც არ დაგვავიწყდეს.
როგორ ვატევთ 1000 წუთში ყველაფერს? ვატევთ კი? და თუ ვატევთ, ეს რის ფასად გვიჯდება? ამ კითხვებზე პასუხის გაცემას 9 ივლისს ბაზალეთის ტბაზე ფსიქოლოგები, სპორტსმენები, მწერლები, რეჟისორები, მუსიკოსები, ბიზნესის, ტექნოლოგიებისა და ციფრული სფეროს პროფესიონალები ერთად შეეცდებიან.
ღონისძიების ფეისბუქ ივენთი შეგიძლიათ ნახოთ აქ
ღონისძიება ბაზალეთის ტბასთან მდებარე ახალგახსნილ სივრცეში რელიეფი ბაზალეთზე გაიმართება. დღის სამი საათიდან ღონისძიების სტუმრებს მოდუნებისა და საკუთარ თავზე ზრუნვაში პარტნიორი კომპანიები დაეხმარებიან - ტბის პირას, ღია ცის ქვეშ გექნება საშუალება, მოისმინო, რა კავშირშია კვება მენტალურ ჯანმრთელობასთან, გაიარო კრივის მასტერკლასი, ისწავლო როგორ არ აისახოს სტრესული გარემო ჩვენს სახეებზე სახის იოგის დახმარებით, მიიღო რჩევები როგორ დაგეგმო შვებულება ისე, რომ შვებულებაშიც არ დაიღალო, ჭამო, დალიო ან უბრალოდ ჩრდილში წამოწვე და მუსიკას მოუსმინო.
საღამოს 6 საათიდან კი სცენა სპიკერებს დაეთმობათ, რომლებიც საკუთარ გამოცდილებას გააზიარებენ ციფრული ეპოქის გამოწვევებთან დაკავშირებით: სტრესი, დროის ქრონიკული დეფიციტი, ემოციური გამოფიტვა, შფოთვის მაღალი ხარისხი, სოციალური ქსელებისა და ტექნოლოგიების გავლენა - ანუ თემები, რომლებიც ხშირად გვაწუხებს, მაგრამ რომლებზეც იშვიათად ვლაპარაკობთ.
ღონისძიების ფეისბუქ ივენთი შეგიძლიათ ნახოთ აქ
ღონისძიების პარტნიორები არიან: Demlab, Studio 54, ნორვეგიის საელჩო, UNDP, Setanta Sports, SMH Sports, ალმა, Cavea +, apeople, Marketing Hub, Greenish Studio, Heima Production, ფავორიტი, კოლორ ჯგუფი, ჰოლოგრაფ ჰაბი, სულაკაურის გამომცემლობა, Gepherrini, BCA Healthy Club, Fitpass, ნაბეღლავი, St Remy, Monkey Shoulder, ტაატი, იულიუსი, Redbull, IZIPIZI, Giggles, ბალიში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ბარამბო, Delfy, TKT.ge.
ღონისძიების ფეისბუქ ივენთი შეგიძლიათ ნახოთ აქ
ღონისძიების საინფორმაციო მხარდამჭერები არიან: Business Insider Georgia, საინფორმაციო პორტალი ambebi.ge, Marketer.ge, BMG, Entrepreneur Georgia, On.ge, Diary და ახალგაზრდული პლატფორმა imitom.ge
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში