USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
10 აგვისტოს მდგომარეობით, რიკოთის მშენებლობაში ჩართული არც ერთი კომპანია დასანქცირებული არ არის - მინისტრი

10 აგვისტოს მდგომარეობით, რიკოთის მშენებლობაში ჩართული არც ერთი კომპანია დასანქცირებული არ არის - მინისტრი

2023-08-11 19:11:09

ინფორმაცია, რომ რიკოთის რეაბილიტაცია სანქცირებულ კომპანიებს დაევალათ  სიცრუეა, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ რიკოთთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, რიკოთის 4 მონაკვეთზე, ოთხი სხვადასხვა კომპანია მუშაობს, რომლებიც 10 აგვისტოს მდგომარეობით სანქცირებულთა სიაში არ იყვნენ:

"საუბარი იმაზე, რომ ეს კომპანია სანქცირებულია და საქართველოს მთავრობამ რიკოთის გვირაბი მისცა, პროექტი ჩააბარა, არავისთვის არაფერი მიგვიცია და არ ჩაგვიბარებია და მხოლოდ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის პროცედურის მკაცრი დაცვით მოხდა შესაბამისი კომპანიების, გამარჯვებულების შერჩევა. რიკოთის 4 მონაკვეთზე 4 სხვადასხვა კომპანიაა, გამარჯვებულებად გამოვლინდნენ ის კომპანიები, რომლებმაც დააკმაყოფილეს ყველა ის მოთხოვნა, რაც იყო და მათთან გაფორმდა ხელშეკრულება, რაც ვერ გაფორმდებოდა თუ კომპანია იქნებოდა სანქცირებული. ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს.

მკაცრად განსაზღვრულია  "ფიდიკის" ტიპის ხელშეკრულებები, რომელიც განსაზღვრავს როგორ ვითარდება პროექტი და  მათ შორის რა არის ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები და გარემოებები. სანქცირება, დაუშვათ, არ არის ამ ჩამონათვალში, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც საავტომობილო დეპარტამენტს ვთხოვე ღია წყაროებში გადაემოწმებინათ აღნიშნული კომპანიები იყვნენ თუ არა სანქცირებულთა სიაში და 10 აგვისტოს მდგომარეობით, რიკოთის პროექტში ჩართული კომპანია არცერთი არ იმყოფება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, სანქცირებულთა ანუ შავ სიაში.

მე მგონი ყველა ის ბრალდება, რაც სანქცირებას უკავშირდება, არის მტკნარი სიცრუე, აბსოლუტური ტყუილი და ასეთი  რამ ბუნებაში არ არსებობს" - განაცხადა ქარსელაძემ.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები