2023 წლის 1-ელი აგვისტოდან, მოვაჭრისგან ინფორმაციის მიუღებლობის ან არასრულად მიღების შემთხვევაში, სათანადო შეტყობინების შემდეგ, კონკურენციის სააგენტო მოვაჭრეს ჯარიმას დააკისრებს. რასაც „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონში შესული ცვლილებები ითვალისწინებს.
ჯარიმის ოდენობა შეადგენს 500 ლარს. ჯარიმის დაკისრებიდან 1 წლის განმავლობაში, იგივე ქმედების ჩადენის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა შეადგენს 1 000 ლარს.
განისაზღვრა - სააგენტოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრისადმი დასაკისრებელი ჯარიმის მინიმალური ოდენობა - 600 ლარი.
(ჯარიმის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს წინა ფინანსური წლის განმავლობაში მოვაჭრის წლიური ბრუნვის 2 პროცენტს) მიღებული ცვლილებები შესაბამისობაშია ევროკავშირის სამართალთან და მიმართულია ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან დაახლოებისკენ.
კანონპროექტის ავტორი და ინიციატორი იყო საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი. სამუშაო პროცესში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები და სხვა დაინტერესებული პირები.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში