ზემო აჭარაში, სოფელ გობრონეთში, საოჯახო სასტუმრო „ზებოს“ ბაზაზე ეთნოგრაფიული მუზეუმი და ეთნო ეზო მოეწყო. მუზეუმი ოფიციალურად ივნისში გაიხსნება.
როგორც „ზებოს“ დამფუძნებელი ზებურ ბოლქვაძე Business Insider Georgia- თან ამბობს,
„გაცოცხლდება" ყველა ნივთი, რომელიც აჭარისა და კონკრეტულად სოფელ ზებოს ისტორიას ინახავს. „ბოლომდე გავედით, ტექნიკური მხარეებია მოსაგვარებელი და უკვე ივნისში მუზეუმს ოფიციალურად გავხსნით.
წარმოდგენილ ნივთებს შორის ზოგი ჩემი ოჯახის საკუთრებაა, ზოგიც თანასოფლელებმა გადმოგვცეს, ნაწილი კარდაკარ ვაგროვეთ, რომ სანახაობრივად მრავალფეროვანი გაგვეხადა. მუზეუმი სასტუმროს პირველ სართულზე განთავსდება. გამოვფენთ ძველებურ აჭარულ სამზარეულოს, თაროებს, ჯამ-ჭურჭელს და სხვა აქსესუარებს. სურვილის შემთხვევაში, ტურისტებს ბუხარში კერძის გაკეთების შესაძლებლობასაც მივცემთ. მუზეუმში მოეწყობა სასკოლო ექსკურსიები და ერთჯერადი ვიზიტებიც განხორციელდება", - აღნიშნავს ზებურ ბოლქვაძე.
მისი თქმით, მუზეუმში თავდაპირველად 200-მდე ნივთი განთავსდება. პროექტი მიზნად ისახავს გობრონეთი რეგიონში ტურისტულ ცენტრად იქცეს.
მუზეუმში შესვლა უფასო იქნება. რაც შეეხება განხორციელებული ინვესტიციის მოცულობას, 30 000 ლარია.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს12 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება