USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Wizz Air-ის რეკორდული მაჩვენებლები - 2023 წელს 60,3 მლნ მგზავრი

Wizz Air-ის რეკორდული მაჩვენებლები - 2023 წელს 60,3 მლნ მგზავრი

2024-01-22 16:16:00

Wizz Air, ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი და ეკოლოგიურად მდგრადი ავიაკომპანია მსოფლიოში, სიამაყით აღნიშნავს 2023 წელს მიღწეულ გამორჩეულ შედეგებს. გასულ წელს, Wizz Air -ით მგზავრობა 60 მილიონზე მეტმა მგზავრმა აირჩია, რაც WIZZ-ისთვის ყველაზე მაღალი მგზავრთნაკადის მოძრაობისა და 32%-იანი ზრდის მაჩვენებელია 2022 წელთან შედარებით.
2023 წელს Wizz Air-მა თითქმის ასი ახალი მარშრუტი აამოქმედა, დაამატა 32 სრულიად ახალი A321 neo თვითმფრინავი და დაფარა 263 მილიონი კილომეტრის ცაში.
2023 წელს ავიაკომპანიამ დაგეგმილი ფრენების 99,31% შეასრულა. დროულად შესრულებული ფრენების წილით, Wizz Air ევროპული ავიაკომპანიების სამეულშია.
2023 წელი Wizz Air-ისთვის რეკორდული იყო: საშუალო ნახშირბადის ემისიამ მგზავრზე 51,5 გრამი შეადგინა, რაც 6,8%-ით ნაკლებია 2022 წელთან შედარებით. ეს Wizz Air-ის ყველაზე დაბალ წლიურ მაჩვენებელს წარმოადგენს, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კონკურენტებს შორის მის უპირობო ლიდერობას CO2 ინტენსივობის შემცირების მიმართულებით.
2023 წელს Wizz Air 1,5 მილიონზე მეტმა მგზავრმა აირჩია საქართველოში, ეს მაჩვენებელი 2022 წელთან შედარებით 110%-ით გაიზარდა. ავიაკომპანია, ქუთაისში განთავსებული ოთხი ბაზირებული ხომალდით, მომხმარებლებს გადაადგილებას 16 ქვეყნის 28 მიმართულებით სთავაზობს. 2023 წელს Wizz Air-მა საქართველოდან და საქართველოს მიმართულებით 7513 ფრენა შეასრულა, 2022 წელს ეს მაჩვენებელი 4151 იყო.
„ჩვენ ვამაყობთ და ბედნიერები ვართ, რომ 2023 წელი რეკორდული მაჩვენებლებით დავასრულეთ, მუდმივად განვითარებადი საავიაციო ქსელით, მოწინავე ფლოტითა და გაუმჯობესებული ოპერაციული მაჩვენებლებით, ინდუსტრიის მდგრადობის უმაღლესი სტანდარტების შენარჩუნებით. საქართველო Wizz Air-სთვის სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი ქვეყანაა და გვეამაყება, რომ წამყვანი ავიაკომპანია ვართ ქვეყანაში. 2024 წელს ჩვენ აღვნიშნავთ ხელმისაწვდომი მოგზაურობის შესაძლებლობის გაჩენის 20 წლის იუბილეს და მოუთმენლად ველით ჩვენს მგზავრებთან საინტერესო თავგადასავლებისა და დაუვიწყარი მომენტების გაზიარებას“, - აცხადებს Wizz Air-ის კორპორატიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი, ჟაჟა ტრუბეკი.

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები