USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ვინ არიან TOP-10 კომპანიის მფლობელები, რომელთაც ყაზახეთში პროდუქცია გააქვთ

ვინ არიან TOP-10 კომპანიის მფლობელები, რომელთაც ყაზახეთში პროდუქცია გააქვთ

2023-10-28 18:30:03

საქართველოსა და ყაზახეთს შორის სავაჭრო ბრუნვა უკვე ისტორიულ მაქსიმუმზეა და ბოლო ერთ წელიწადში, 227%-ით არის გაზრდილი. აზერბაიჯანთან ერთად, საქართველო უკვე ყაზახეთის ენერგორესურსების მთავარი გამტარიც ხდება და ეს პოტენციალი 2027 წლისთვის 100% უნდა იყოს ათვისებული.

საქსტატის მიერ Business Insider Georgia-თვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2023წლის 9 თვეში გამოიკვეთა TOP-10 კომპანია, რომელსაც ყაზახეთში ყველაზე მეტი პროდუქცია გააქვს. 

  • იმ გიორგი პავლიაშვილი
  • სს RMG Copper 
  • შპს არ ემ ჯი აურამაინ 
  • შპს ტრანსფორდი 
  • შპს ფუდსერვისი
  •  შპს ქონსთრაქშენ მეშინერი ჯორჯია 
  • შპს შარმ ტრეიდინგი
  • შპს ჭიათურმანგანუმ ჯორჯია 
  • შპს ჯ.ე.პ. 
  • შპს ჯი არ სი

(სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)

სს RMG Copper - 1996 წელს დაფუძნდა. კომპანიას  სამეთვალყურეო საბჭო მართავს. თავმჯდომარე/წევრი: დმიტრი ტროიცკი,  /რუსეთის ფედერაცია/; თავმჯდომარის მოადგილე/წევრი: დმიტრი კორჟევი, რუსეთის ფედერაცია/   წევრი: ირინა ნიკიფოროვა, /რუსეთის ფედერაცია/ საერთო კრებ. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორია ჯონდო შუბითიძე. 

შპს არ ემ ჯი აურამაინ - 2016 წელს დაფუძნდა. კომპანიის 100%-ს  შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება კავკასიის სამთო ჯგუფი ფლობს. გენერალური დირექტორია ჯონდო შუბითიძე.

შპს ტრანსფორდი - 2010 წელს დაფუძნდა. კომპანიას ორი მფლობელი ჰყავს - Pace International LLC (შპს პეის ინთერნეიშნლ) /აშშ/, ნიუ იორკი, 25% ; და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება პეის ჯორჯია, რომელიც 75%-ს ფლობს. კომპანიის დირექტორია ვასილ მაზიაშვილი. 

შპს ფუდსერვისი - 2018 წელს დაფუძნდა. რომლის 100%-საც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ფუდმარტი ფლობს. კომპანიის დირეტორია აკაკი კამლაძე. 

 შპს ქონსთრაქშენ მეშინერი ჯორჯია - 2021 წელს დაფუძნდა. რომლის 100%-საც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს თეგეტა მოტორსი ფლობს. დირექტორია ნიკა აბესაძე. 

შპს შარმ ტრეიდინგი - 2000 წელს დაფუძნდა. კომპანიას 5 მესაკუთრე ჰყავს - ზაზა ნიშნიანიძე ორმაგი მოქალაქე საქართველო, რუსეთის ფედერაცია/ 34%;  ვახტანგ საძაგლიშვილი 10% ; სოლომონ მამუჩიშვილი 10% ;გიორგი ჩივაძე 16%; შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს ბი ეფ ო 30%. კომპანიის დირექტორია ვახტანგ საძაგლიშვილი. 

შპს ჭიათურმანგანუმ ჯორჯია - 2008 წელს დაფუძნდა, რომელის 100%-საც საერთაშორისო ბიზნეს კომპანია გრინფილდ ფაინენშიალ კორპ ფლობს, რომელიც სეიშელის კუნძულებზეა რეგისტრირებული. კომპანიის დირექტორია მამია ბერიძე. 

შპს ჯ.ე.პ. - 2005 წელს დაფუძნდა. კომპანიის 100%-ს  შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს პალიტრა ჰოლდინგი ფლობს. კომპანიის დირექტორია მარიამ ქემაშვილი. 

შპს ჯი არ სი - 2003 წელს დაფუძნდა. კომპანიას 4 მფლობელი ჰყავს - გიორგი აღდგომელაშვილი 40% ; დავით ნიქაბაძე 15%; მერაბი ნიქაბაძე 30%; გიორგი ნიქაბაძე 15%. კომპანიის დირექტორია ლევან ჯანყარაშვილი. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები