Galt & Taggart-ი თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ივნისის მიმოხილვას აქვეყნებს.
მიმოხილვის თანახმად, 2023 წლის ივნისში, უძრავი ქონების ქირა კვლავ მაღალი დარჩა და წლიურად 43.3%-ით გაიზარდა, თუმცა ზრდის ტემპს შემცირების ტენდენცია აქვს 2023 წლის აპრილიდან.
უძრავი ქონების ბაზრისთვის ზაფხული ნაკლებად აქტიურია, რასაც ბროკერები სეზონურ ცვლილებას უკავშირებენ. კომპანია Kibe/ კიბე -ს დამფუძნებელი ნელი გოგუაძე Business Insider Georgia-თან ამბობს, რომ ცვლილება განსაკუთრებით ქირის მიმართულებას ეხება, სადაც ფასი კლების ტენდენციით ხასიათდება.
გოგუაძის შეფასებით, ბაზარზე მოთხოვნა და მიწოდების პირობები მკვეთრად აცდენილია ერთმანეთს, რაც გვაფიქრებს, რომ დარგი ინერციით ვითარდება.
„საქართველოში უძრავი ქონების ფასი ევროპის დიდი ქალაქების ფასებს უტოლდება. ფასები გაზრდილია და ამ ეტაპზე ვერ ვხედავთ დასტაბილურების ნიშნებს. პირიქით, ინერციით ვითარდება ბაზარი, ბევრი ურთიერთგამომრიცხავი ტენდენციაა. სამშენებლო სექტორი აქტიურია და ბევრი კორპუსი და საოფისე ფართი შენდება, თუმცა ძალიან მცირეა პრემიუმ კლასის გასაქირავებელი ქონება.
ტენდენცია შენარჩუნდა და დღესაც გასაყიდი უძრავი ქონების ფასი რეკორდულია. 1 კვადრატული ფართის ღირებულებამ ცენტრალურ უბნებში 4 000 -5000 დოლარსაც მიაღწია. ცხადია, არის შედარებით ნაკლებ ფასადაც, თუმცა მთლიანობაში ძალიან მაღალი ფასები ფიქსირდება. რაც შეეხება ქირის საფასურს, შედარებით იკლო ბოლო პერიოდში, რაც უფრო სეზონური ცვლილებით არის განპირობებული", - ამბობს გოგუაძე.
ცნობისთვის, „საქსტატის" წინასწარი შეფასებით, 2023 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 7.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2023 წლის პირველი ხუთი თვის საშუალო მაჩვენებელი 7.5 პროცენტით განისაზღვრა. უძრავი ქონების ოპერაციების წილი შემცირდა ეკონომიკაში.
უახლესი
5 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება6 საათის წინ
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა