USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ცოცხალი ფუტკრის იმპორტი გაიზარდა, სად ყიდულობს საქართველო ფუტკარს

ცოცხალი ფუტკრის იმპორტი გაიზარდა, სად ყიდულობს საქართველო ფუტკარს

2023-07-28 17:00:01

ცოცხალი ფუტკრების იმპორტი 5.4%-ითაა გაზრდილი. საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ 62.79 ათასი დოლარის ღირებულების 5.68 ტონა ცოცხალი ფუტკრების იმპორტი განახორციელა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 5.39 ტონის.

მიმდინარე წლის  სტატისტიკური მაჩვენებლებით, თურქეთი საქართველოსთვის ცოცხალი ფუტკრების ერთადერთი იმპორტიორი ქვეყანაა. თუმცა გასულ წელს საქართველოში ცოცხალი ფუტკარი ბელგიიდან, უკრაინიდან და თურქეთიდან შემოვიდა. 

საქართველოში ცოცხალი ფუტკრების იმპორტმა თავის ისტორიულ მაქსიმუმს 2021 წელს მიაღწია, როდესაც ქვეყანამ 14.63 ტონა ცოცხალი ფუტკრის იმპორტი მოახდინა.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები