USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ტრანსკასპიური მარშრუტით, რომელიც საქართველოს პორტებსაც უკავშირდება, ყაზახეთი ნავთობის ტრანზიტის გაზრდას გეგმავს

ტრანსკასპიური მარშრუტით, რომელიც საქართველოს პორტებსაც უკავშირდება, ყაზახეთი ნავთობის ტრანზიტის გაზრდას გეგმავს

2024-02-07 19:00:00

ყაზახეთი, ორი წლის განმავლობაში აპირებს ნავთობის მოცულობის გაზრდას ტრანსკასპიის მარშრუტზე, რომელიც საქართველოს პორტებს უკავშირდება. 

ამის შესახებ ყაზახეთის მთავრობის პრესსამსახური იტყობინება.

2023 წელს ამ მარშრუტით 1 მილიონი ტონა ნავთობის ტრანსპორტირება განხორციელდა. 2024 წლის გეგმა 1,5 მილიონ ტონამდეა გაზრდილი.

2022 წელს ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა გასცა ბრძანება ტრანსკასპიის დერეფნის გასწვრივ ნავთობის ტრანსპორტირების მოცულობის გაზრდის შესახებ.

ამ ინსტრუქციის შესაბამისად, KazMunayGas-მა და აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ (SOCAR) გააფორმეს შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს წელიწადში 1,5 მილიონი ტონა ნედლეულის გადაზიდვას თენგიზის საბადოდან ბაქოში ნავთობსადენი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის გავლით შემდგომი გადატუმბვის მიზნით. 

ზოგადად, ენერგეტიკის სექტორის განვითარება რჩება ყაზახეთის მთავრობის მუშაობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად. ეს ეხება ნავთობისა და გაზის ინდუსტრიის გაძლიერებას, ელექტროენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მოდერნიზებასა და განახლებადი ენერგიის სიმძლავრის გაზრდას, - ნათქვამია მოხსენებაში.

კერძოდ,  იგეგმება CPC მილსადენის ყაზახეთის მონაკვეთის გამტარუნარიანობა გაიზარდა 54 მილიონიდან 72,5 მილიონ ტონამდე წელიწადში. ამასთან, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ჩიმკენტის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის გაფართოებაზე. შედეგად, მისი სიმძლავრე წელიწადში 6 მილიონიდან 12 მილიონ ტონამდე გაიზრდება, რაც სრულად დააკმაყოფილებს შიდა ბაზრის მოთხოვნას საწვავ-საპოხი მასალებზე.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები