USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
TOP 10 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში მეორეული ტანსაცმლი შემოდის

TOP 10 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში მეორეული ტანსაცმლი შემოდის

2023-03-24 16:00:22

საქართველოში მეორეული ტანსაცმლის იმპორტი 15%-ით შემცირდა. საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-თებერვალში საქართველო  5,494.87 ათასი დოლარის ღირებულების 1,396.01 ტონა მეორადი ტანსაცმელი (ტანსაცმელი და ნაწარმი ნახმარი, სხვა) იყიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1,640.79 ტონა

2023 წლის ორი თვის სტატისტიკით ქვეყანაში იმპორტირებული მეორადი ტანსაცმლის 39%-ი თურქეთიდან შემოვიდა. 

ბოლო 14 წლის სტატისტიკით ქვეყანაში შემოტანილი მეორადი ტანსაცმლის იმპორტის კუთხით ლიდერი 2022 წელია.

სტატისტიკური მონაცემებით, გასულ წელს ქვეყანაში 10,882.20 ტონა მეორადი ტანსაცმელი შემოვიდა რის გამოც ქვეყნიდან 34,541.12 ათასი დოლარი გავიდა. 

2022 წელს იმპორტირებული მეორადი ტანსაცმლის 38%-ი თურქეთიდან შემოვიდა, საუბარია 4,123.75​ ტონაზე. მეორე ადგილზეა პაკისტანი, რომელზედაც ბაზრის 12%-ი მოდის.

სად ყიდულობს საქართველო ყველაზე მეტ მეორეულ ტანსაცმელს - ტოპ-10 ქვეყანა

  • თურქეთი - 4,123.75 ტონა - 12,391.26 ათასი დოლარი;
  • პაკისტანი - 1,359.41 ტონა - 1,605.71 ათასი დოლარი;
  • გაერთიანებული სამეფო - 1,103.07 ტონა - 2,871.12 ათასი დოლარი;
  • ბელგია - 643.25 ტონა - 1,626.12 ათასი დოლარი;
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები - 495.64 ტონა - 1,170.91 ათასი დოლარი;
  • პოლონეთი - 446.10 ტონა - 1,016.10 ათასი დოლარი;
  • აშშ - 440.42 ტონა - 6,109.40 ათასი დოლარი;
  • იტალია - 401.08 ტონა - 1,114.40 ათასი დოლარი;
  • ნიდერლანდები - 325.88 ტონა - 1,168.94 ათასი დოლარი;
  • ესპანეთი - 254.83 ტონა - 1,148.55 ათასი დოლარი. 

აღსანიშნავია, რომ 2022 წელს საქართველოში მეორადი ტანსაცმლის იმპორტის 25%-ი  ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის - სულ 2,725.69 ტონა.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები