USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თბილისის 5 უბანი, სადაც ბინის ქირა ყველაზე მაღალია

თბილისის 5 უბანი, სადაც ბინის ქირა ყველაზე მაღალია

2024-05-30 13:00:00

Galt & Taggart-ის თბილისის უძრავი ქონების მიმოხილვის თანახმად, 2024 წლის აპრილში თბილისში საშუალო ზომის ბინის ქირა წინა თვის დონეზე დარჩა (კვადრატულზე 9.9 აშშ დოლარი).

თუ არსებულ დინამიკას შევხედავთ,2024 წლის იანვართან შედარებით, გაქირავების ფასი (კვადრატულზე) კლებას აჩვენებს. 

აპრილში, ბინის ქირის ფასში პირველ ადგილს კვლავ ვაკე ინარჩუნებს. მეორეა - მთაწმინდა,შემდეგ საბურთალო, ჩუღურეთი და კრწანისი. 

უძრავი ქონების ქირის შემოსავლიანობა და დეპოზიტის განაკვეთებს ჩამოცდა და 9,4% შეადგინა.

ქირის შემოსავლიანობის მიხედვით ქალაქის ცენტრის გარეთ, 2024 წლის აპრილში ბათუმმა თბილისს გაუსწრო. 

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის აპრილში თბილისში 247.9 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბინები გაიყიდა, რაც წლიურად 33.2%-იანი ზრდაა და ეს მკვეთრი ზრდა წინა წლის დაბალი ბაზით აიხსნება. აღსანიშნავია, რომ ჯამურად 2024 წლის პირველ 4 თვეში 965.2 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბინები გაიყიდა (+9.0% წ/წ), რაც ძირითადად პირველად ბაზარზე გაყიდვებისა და ფასების ზრდით იყო გამოწვეული

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები