USD 2.8746

EUR 3.0252

TRY 0.0827

GBP 3.6438

RUB 0.027011

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სამი უბანი თბილისში, სადაც მაისში ყველაზე მეტი ბინა გაიყიდა - გალტ & თაგარტი

სამი უბანი თბილისში, სადაც მაისში ყველაზე მეტი ბინა გაიყიდა - გალტ & თაგარტი

2023-06-08 23:59:53

გალტ & თაგარტის მაისის მიმოხილვის თანახმად, ბინების გაყიდვები წინა თვეში შემცირების შემდეგ გაიზარდა. 

თბილისში გაიყიდა 3,650 ბინა, რაც წლიური 2.0%-იანი და თვიური 34.9%-იანი ზრდაა.

ამ ზრდის წარმმართველი იყო პირველად ბაზარზე (დეველოპერებისგან) ბინების გაყიდვები, სადაც 2021 წლის დეკემბრის შემდეგ ყველაზე მეტი - 1,650 ბინა გაიყიდა (+20.0% წ/წ).

ამავდროულად, მეორად ბაზარზე კლება დაფიქსირდა როგორც ახალაშენებული (2013 წლიდან ექსპლუატაციაში მიღებული ბინები), ისე ძველი ბინების გაყიდვებში, შესაბამისად -5.5% წ/წ და -12.0% წ/წ.

მაისში გაყიდვების ზრდაში ყველაზე დიდი კონტრიბუცია შეიტანა გაყიდვებმა შემდეგ უბნებში

ვაშლიჯვარი (+180.0% წ/წ),

კრწანისი (+47.7% წ/წ) და დიდუბე (+19.1% წ/წ).

ამასთან, მიუხედავად იმისა რომ ვაშლიჯვრის წილი მთლიან გაყიდვებში დაბალია, მაისში ეს წილი თითქმის გასამმაგდა 4.6%-მდე.

ბაზრის სხვა ძირითადი მახასიათებლები უცვლელი დარჩა - გაყიდვებში საშუალო ზომის ბინებისა (51-80 მ2 ) და საშუალო/მაღალი კლასის სეგმენტების ($801 - 1,800) დომინირება.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები