საქართველოს, ყაზახეთისა და აზერბაიჯანის რკინიგზის კომპანიები ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR ) განვითარების მიზნით გაერთიანდნენ. შეთანხმების დეტალები ყაზახეთის რკინიგზამ გააჟღერა. .
ყაზახეთის ეროვნული კომპანიის ინფორმაციით, საქართველოს რკინიგზასა და აზერბაიჯანის რკინიგზასთან ერთად იქმნება კომპანია Middle Corridor Multimodal Ltd, რომელის სათაო ოფისიც იქნება ასტანაში. ამის წყალობით კი სამი სარკინიგზო ოპერატორი პარიტეტულ საფუძველზე განავითარებს მულტიმოდალურ სერვისებს TITR -ზე.
„ერთობლივი საწარმო უზრუნველყოფს მომსახურებას ერთი ფანჯრის პრინციპით ტვირთების მიწოდებასა. ასვე მულტიმოდალური სერვისის განვითარებისთვის განსაზღვრულ პოლიტიკას გარანტირებულად განახორციელებს, რათა გაიზარდოს ტვირთების ნაკადი ჩინეთი-ევროპა/თურქეთი-ჩინეთის მიმართულებით. “- აღნიშნა KTZ-მ.
ყაზახეთის რკინიგზის ოპერატორის მოლოდინების მიხედვით, ერთობლივი საწარმოს მუშაობის გამო, TITR მარშრუტზე მოძრაობის მოცულობა გაიზრდება, რაც დადებითად აისახება თავად კომპანიის ფინანსურ და ეკონომიკურ მაჩვენებლებზე.
იმავდროულად, ყაზახეთის პრეზიდენტის ყასიმ-ჟომართ თოყაევის პროგნოზით, საშუალოვადიან პერსპექტივაში, TITR-ის გასწვრივ ტრანზიტის მოცულობა შესაძლოა 5-ჯერ გაიზარდოს. ამისათვის უნდა გაძლიერდეს ურთიერთობები პარტნიორ ქვეყნებთან - ჩინეთთან, აზერბაიჯანთან, საქართველოსთან, თურქეთთან.
„აუცილებელია „ბახტის“ გადასასვლელზე ახალი მშრალი პორტის აშენება, აქტაუში საკონტეინერო კვანძის მშენებლობის დაჩქარება და შუა დერეფნის გასწვრივ შავ ზღვაზე პორტის შესაძლებლობების გაფართოება. ყაზახური ტერმინალების მშენებლობა ჩინურ სიანში და საქართველოში ფოთის პორტის გაფართოება უკვე დაწყებულია“, - განაცხადა ტოკაევმა.
ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წელს TITR-ით ყაზახეთში წარმოებული პროდუქციის ექსპორტი 2021 წელთან შედარებით 6,6-ჯერ გაიზარდა. ყველაზე მეტად გაიზარდა ფერადი და შავი ლითონებისა და ქიმიური ტვირთების მიწოდება. იმპორტი გაზრდილია 83%-ით. გაიზარდა ქიმიური ტვირთის, ნავთობპროდუქტების, შავი ლითონებისა და საკვების ტვირთების მიწოდება.
ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჩინეთი ყაზახეთს ტრანზიტის განვითარებაში დაეხმარება.
უახლესი
6 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება6 საათის წინ
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა