USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველომ 2023 წლის ხუთ თვეში, ხორბალში 23,8%-ით მეტი გადაიხადა

საქართველომ 2023 წლის ხუთ თვეში, ხორბალში 23,8%-ით მეტი გადაიხადა

2023-07-05 09:54:34

გალტ & თაგარტის მსოფლიო ნედლეულის ბაზრის მიმოხილვის თანახად,  2023 წლის ივნისში ხორბლის ფასი თვიურად 8.3%-ით შემცირდა.

ჩიკაგოს ხორბლის კონტრაქტების ფასი მკვეთრად გაიზარდა რუსეთში - ხორბლის უმსხვილესი ექსპორტიორის - ბოლოდროინდელი შიდა არეულობის ფონზე, თუმცა ამას მნიშვნელოვანი გავლენა არ ჰქონდა შავი ზღვის ხორბლის ბაზარზე.

ასევე, მარცვლეული კულტურების ფასი შეიძლება გაიზარდოს უკრაინის (შავი ზღვის) მარცვეულის შეთანხმების შეწყვეტის შემთხვევაში.

მაისში, ერთი ტონა ხორბალი $228,5 ღირდა.

საქართველოში, 2023 წლის 5 თვეში $18 მილიონის ხორბლის იმპორტი განორციელდა, რაც 2022 წლის 5 თვი მაჩვენებელზე 23,8%-ით მეტია. 2022 წლის 5 თვეში საქართველოში $15 მილიონის ღირებულების ხორბალი იმპორტირდა. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები