USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოდან ჩინეთში ექსპორტი განახევრდა

საქართველოდან ჩინეთში ექსპორტი განახევრდა

2023-08-21 19:07:32

ბოლო ერთ წელიწადში საქართველოდან ჩინეთში ექსპორტი თითქმის განახევრდა (-48%), ხოლო იმპორტი კი - 13%- იან ზრდას აჩვენებს. 

 2022 წელს ჩინეთი $475 მლნ-ით  საქართველოს საექსპორტო პარტნიორებში პირველ ადგილს იკავებდა, წელს მე-7 ადგილზეა - $242 მილიონით.

რას ყიდის საქართველო ჩინეთში - TOP-5 პროდუქტი:

  • სპილენძის მადან-კონცენტრატები
  • ძვირფასი ლითონების მადან-კონცენტრატები
  • სამედიცინო-ვეტერინარიული ხელსაწყოები 
  • ღვინო 
  • სანელებლები

რაც შეეხება იმპორტს, 2023 წლის იანვარ-ივლისში ჩინეთიდან საქართველოში $701 489.6 ათასის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განხორციელდა. 2022 წლის იგივე პერიოდში, იმპორტმა $620 976.9 ათასი შეადგინა. 

რას ყიდულობს საქართველო ჩინეთში - TOP-5 პროდუქტი:

  • კომპიუტერები და ლეპტოპები 
  • ნაგლინი ფოლადის ფურცლები 
  • კონდინციონერები
  • საბურავები 
  •  ეპოქსიდის ფისები

2023 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 80.8 პროცენტი შეადგინა.

საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: სომხეთი (495.0 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (485.3 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (416.2 მლნ. აშშ დოლარი).

უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების წილი მთლიან ექსპორტში 2023* წლის იანვარ-ივლისში:

  • სომხეთი - 13.8%;
  • აზერბაიჯანი - 13.5%;
  • რუსეთი - 11.6%;
  • ყაზახეთი - 9.9%;
  • ყირგიზეთი - 9.8%;
  • თურქეთი - 7.5%;
  • ჩინეთი - 6.8%;
  • ბულგარეთი - 4.3%
  • ესპანეთი - 2.0%;
  • უკრაინა - 1.6%;
  • დანარჩენი ქვეყნები -19.2%. 

2023 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.7 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (1 420.6 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (1 087.5 მლნ. აშშ დოლარი) და აშშ (975.3 მლნ. აშშ დოლარი).

უმსხვილესი საიმპორტო ქვეყნების წილი მთლიან იმპორტში 2023* წლის იანვარ-ივლისში:

  • თურქეთი - 16,7;
  • რუსეთი - 12.8%;
  • აშშ - 11,4%;
  • ჩინეთი-8,2%;
  • გერმანია - 6,1%;
  • აზერბაიჯანი -4,3%;
  • იაპონია - 3,4%;
  • სომხეთი -2,8%;
  • არაბთა გაერთ. საამიროები -2,5%;
  • იტალია - 2,5%;
  • დანარჩენი ქვეყნები - 29,3%. 

2023 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.7 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (1 687.8 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (1 503.7 მლნ. აშშ დოლარი) და აშშ (1 023.1 მლნ. აშშ დოლარი).

შეგახსენებთ, რომ საქართველოსთვის მთავარი სავაჭრო პარტნიორების ჩამონათვალში მეოთხე ადგილზე მყოფი ჩინეთი, თბილისთან 4-განზომილებიან სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები