USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სად ყიდის საქართველო ელექტროენერგიას

სად ყიდის საქართველო ელექტროენერგიას

2023-06-25 00:00:51

საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი 53%-იან ზრდას აჩვენებს.

საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-მაისში საქართველომ ექსპორტზე 415,892.00 ათასი კვტ.სთ ელექტროენერგია გაიტანა, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 272,100.3  ათას კვტ.სთ-ს შეადგენდა. 

2023 წლის 5 თვეში საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტმა  29,897.78 ათასი დოლარი შეადგინა, საიდანაც 89%-ი თურქეთზე მოდის. მეორე ადგილზე სომხეთია, სადაც საქართველომ 3,063.28 ათასი დოლარის ღირებულების ელექტროენერგია გაყიდა.

ბოლო 14 წლის სტატისტიკით საქართველომ ყველაზე მეტი ელექტროენერგიის ექსპორტი  2010 წელს განახორციელა.

საანგარიშო პერიოდში 1,524,282.00 ათასი კვტ.სთ შეადგინა. ხოლო თანხობრივად ლიდერი 2022 წელი იყო, რა დროსაც ქვეყნიდან 84,340.02 ათასი დოლარის ღირებულების ელექტროენერგია გავიდა.

რაც შეეხება იმპორტს, 2023 წლის მაჩვენებლებით 600,396.00 ათასი კვტ.სთ შეადგინა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1153,303.00 ათასი კვტ.სთ, შესაბამისად კლება 48%-ის დონეზეა. 

იანვარ-მაისის სტატისტიკით საქართველომ ელექტროენერგიის იმპორტი რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან განახორციელა. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები