რუსული „კომერსანტის“ ცნობით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში რუსული წიგნების ექსპორტი 10-15%-ით გაიზარდა.
გამოცემა წერს, რომ ბაზრის მონაწილეები საზღვარგარეთ რუსულენოვანი ლიტერატურის მოთხოვნას უპირველეს ყოვლისა სომხეთსა და საქართველოში, სერბეთსა და თურქეთში, უზბეკეთსა და ყაზახეთში ემიგრაციის ტალღას უკავშირებენ.
ამის შესახებ, „კომერსანტთან“ Eksmo-AST ჯგუფის პრეზიდენტმა ოლეგ ნოვიკოვმა განაცხადა.
პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ Ekho Kavkaza რუსეთის ფედერაციიდან წიგნების შემოტანის შესახებ საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით დაინტერესდა. სააგენტოს ინფორმაციით, 2021 წელს რუსეთიდან შემოტანილი წიგნების ღირებულებამ 122 000 დოლარს გადააჭარბა, 2022 წელს კი, მისი ღირებულება 209 000 დოლარამდე გაიზარდა.
მიმდინარე წლის პირველ ნახევარში იმპორტი შემცირდა (75 000 აშშ დოლარი 2022 წლის პირველი ნახევრის 112 000 დოლართან მიმართებით)- წერს Ekho Kavkaza.
უახლესი
5 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება6 საათის წინ
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა