მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ელექტრონული მონაცემებით, 1-ლი იანვრიდან 5 ივნისამდე პერიოდში რუსეთის 657 მოქალაქე 470 სუბიექტის წილის მესაკუთრედ ან/და დამფუძნებლად დარეგისტრირდა.
როგორც სადეპუტატო კითხვის პასუხად საჯარო რეესტრის მიერ მომზადებული ინფორმაციიდან ირკვევა, წილის მესაკუთრის ან/და დამფუძნებლის სახით რუსეთის ფედერაციის 657 მოქალაქის მონაწილეობა დარეგისტრირდა 470 იურიდიულ პირში.
ხელმძღვანელი/წარმომადგენლის ან/და მმართველი ორგანოს წევრის სახით, რუსეთის ფედერაციის 404 მოქალაქის მონაწილეობა დარეგისტრირდა 359 იურიდიულ პირში.
საჯარო რეესტრის ინფორმაციითვე, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ელექტრონული მონაცემებით, 2022 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდისთვის ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირდა რუსეთის ფედერაციის 14 506 მოქალაქე, ხოლო, 2023 წლის 1-ელი იანვრიდან 5 ივნისამდე პერიოდისთვის, ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირდა რუსეთის ფედერაციის 6 185 მოქალაქე.
2022 წლის სტატისტიკური მონაცემებით კი 1283 სუბიექტის წილის მესაკუთრედ ან/და დამფუძნებლად დარეგისტრირდა რუსეთის ფედერაციის 1687 მოქალაქე.
ხელმძღვანელი/წარმომადგენლის ან/და მმართველი ორგანოს წევრის სახით, რუსეთის ფედერაციის 1 289 მოქალაქის მონაწილეობა დარეგისტრირდა 1 114 იურიდიულ პირში.
ხელმძღვანელი/წარმომადგენლის ან/ და მმართველი ორგანოს წევრის შესახებ მონაცემები მოძიებულია შემდეგი სამართლებრივი ფორმის მქონე სუბიექტებში: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, კოოპერატივი, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.
უახლესი
5 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება6 საათის წინ
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა