USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რუსეთიდან იმპორტი 5%-იან კლებას აჩვენებს - საქართველო-რუსეთის საგარეო სავაჭრო ურთიერთობების სტატისტიკა

რუსეთიდან იმპორტი 5%-იან კლებას აჩვენებს - საქართველო-რუსეთის საგარეო სავაჭრო ურთიერთობების სტატისტიკა

2024-01-22 12:19:00

2023 წელს საქართველოს მთლიან სავაჭრო ბრუნვაში რუსეთის წილმა 2 401 513.4 ათასი დოლარი შეადგინა, რითაც ის მოწინავე სავაჭრო პარტნიორების რეიტინგში მეორე ადგილზეა და მისი წილი მთლიან სავაჭრო ბრუნვაში 11.2%-ია. 

2023 წელს რუსეთში ექსპორტი 2.3%-ითაა გაზრდილი. როგორც საქსტატის მაჩვენებლებიდან ირკვევა, 2022 წელს საქართველომ რუსეთში 642 439.0 ათასი დოლარის პროდუქცია გადაზიდა, რაც 2022 წლის მთლიანი ექსპორტის 11.5%-ს შეადგენდა. 2023 წლის მაჩვენებლებით კი რუსეთში ექსპორტიდან საქართველომ 657 043.9 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2023 წლის ექსპორტის 10.8%-ია.

საგულისხმოა, რომ 2023 წელს ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 80.3 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: აზერბაიჯანი (862.1 მლნ. აშშ დოლარი), სომხეთი (787.1 მლნ. აშშ დოლარი) და ყაზახეთი (703.0 მლნ. აშშ დოლარი).

რაც შეეხება რუსეთიდან იმპორტს, საქსტატის ინფორმაციით, 2023 წელს ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.5 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (2 570.1 მლნ. აშშ დოლარი), აშშ (1 949.3 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (1 744.5 მლნ. აშშ დოლარი).

ირკვევა, რომ 2023 წელს რუსეთიდან იმპორტი 5%-ით შემცირდა. თუ 2022 წელს საქართველომ რუსეთიდან 1 835 626.8 ათასი დოლარის პროდუქცია შემოიტანა, 2023 წელს ეს მაჩვენებელი 1 744 469.5 ათასი დოლარი იყო. 2022 წელს რუსეთიდან იმპორტმა საქართველოს მთლიან იმპორტში 13.5%-ი შეადგინა, 2023 წელს კი 11.3%-ი. 
 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები