2023 წლის მარტში კომერციული ბანკების მიერ რეზიდენტ იურიდიულ პირებზე ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების რაოდენობა 1 035 819 ათას ლარს შეადგენს. რაც თებერვალში იურიდიულ პირებზე გაცემული ლარში სესხების პორტფელს 40%-ით აჭარბებს.
როგორც სებ-ის საიტზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, მარტში ყველაზე დიდი რაოდენობით სესხი ვაჭრობის სექტორზე გაიცა სულ - 495 411 ლარი, რაც კომერციული ბანკების მიერ საანგარიშო პერიოდში რეზიდენტ იურიდიულ პირებზე ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების 48%-ია.
11%-იანი წილით, მეორე ადგილზე ფინანსური შუამავლობის სექტორი - 113 917 ათასი ლარით, ხოლო 9%-იანი წილით მესამე ადგილზეა ჯანდაცვა და სოციალური მომსახურება 97 905 ლარის მოცულობის სესხებით.
უახლესი