USD 2.8746

EUR 3.0252

TRY 0.0827

GBP 3.6438

RUB 0.027011

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რატომ არის კლება საბანკო სესხებისა და დეპოზიტების პორტფელში - ალექსანდრე ძნელაძის განმარტება

რატომ არის კლება საბანკო სესხებისა და დეპოზიტების პორტფელში - ალექსანდრე ძნელაძის განმარტება

2023-03-27 20:33:54

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2023 წლის თებერვალში, წინა თვესთან შედარებით 0.02%-ით შემცირდა და 44.45 მლრდ ლარი შეადგინა.

როგორც Business Insuder Georgia-ს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ განაცხადა, სესხების შემცირების ძირითადი მაჩვენებელი ლარის კურსის გამყარებასთანაა კავშირში.

„ვალუტის ცვალებადობა, ანუ კურსთა შორის სხვაობა, რომ გამოვრიცხოთ სესხები ზრდა 2,79%-ია, ხოლო 12 თვიან პერიოდში 23%-იანი.

ანუ რეალურად შემცირება ძირითადად მაინც ლარის კურსის გამყარებითაა გამოწვეული. მეორე საკითხია სესხებზე შემცირებული ზრდის ტემპი, რის წინაპირობაც საბანკო ბაზარზე არსებული მაღალი საპროცენტო განაკვეთებია.

წელსაც მოსალოდნელია დოლარში სესხებზე საპროცენტო განაკვეთების ზრდა. ერთადერთი ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების მოლოდინი, რაც გარკვეულწილად ლარში სესხებზე საპროცენტო განაკვეთების შემცირებას გამოიწვევს“,- განმარტავს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი.

ალექსანდრე ძნელაძე ამბობს, რომ ლარში სესხებზე უკანასკნელ პერიოდში უფრო მეტი აქტივობაა, ტემპის შენელებისა და ლარის გამყარების მიუხედავად, სესხების მთლიან მოცულობაში ლარიზაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

„ლარში სესხებზე საპროცენტო განაკვეთები საკმაოდ მაღალია იმ თვალსაზრისით, რომ რეფინანსირების განაკვეთიც მაღალია და 11%-ს შეადგენს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ 2022 წლის დასაწყისიდან მაქსიმალურად შემიღეს ის რეგულაციები, რომელმაც საბანკო სისტემაში სესხების ზრდის ტემპი შეანელა. რაც მნიშვნელოვნად 2023 წლის დასაწყისში გამოჩნდა.

იანვარ-თებერვლის მაჩვენებლებზე ვსაუბრობთ და მართებული არ არის, რომ ამით მთლიანი წლის ტენდენცია განვსაზღვროთ, რადგანაც იანვარ-თებერვალი განსაკუთრებით პანდემიის შემდეგ, შედარებით დაბალი აქტივობით გამოირჩეოდა. სებ-მა რამდენჯერმე განაცხადა, რომ მონეტარულ პოლიტიკას შეამსუბუქებს, რაც გარკვეულწილად წაახალისებდა კიდეც აქტივობას. ასევე მნიშვნელოვანია იმ რეგულაციების გადახედვა რომელიც გარკვეული ვადით იყო შემოღებული, მაგალითად სამომხმარებლო სესხების ვადიანობის შემცირება და ამ თვალსაზრისითაც იმედია, რომ გადაიხედება აღნიშნული და კვლავინდებურად 4 წლამდე გაიზრდება“, - ამბობს ძნელაძე.

სებ-ის ინფორმაციითვე, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2023 წლის თებერვლის ბოლოსათვის 43.61 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 36.79 მლნ ლარით, ანუ 0.08%-ით ნაკლებია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.54%-ით მეტი). 

„დღეის მდგომარეობით რაიმე კარდინალური ცვლილება არ ხდება და სადეპოზიტო პორტფელში იანვარ-თებერვალი ყოველთვის დაბალი აქტივობა იყო. მეორე შემცირება არის ხოლმე მაისში, რომელიც კომპანიებში დივიდენდების გაცემის პერიოდს ემთხვევა. იანვარ-თებერვალში დეპოზიტები მკვეთად არ გაზრდილა და ლარის კურსმა მნიშვნელოვანი ეფექტი მოახდინა და განსაკუთრებული ცვლილებები არ მომხდარა. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის განმავლობაში იმდენად გაიზარდა სადეპოზიტო პორტფელი, რომ საქართველოში პირველი შემთხვევაა, როცა სადეპოზიტო პორტფელმა მთლიან საკრედიტო პორტფელს გადააჭარბა“, - ამბობს ალექსანდრე ძნელაძე.

შეგახსენებთ, რომ დღეს სებ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2023 წლის თებერვლის ბოლოსათვის 43.61 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 36.79 მლნ ლარით, ანუ 0.08%-ით ნაკლებია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.54%-ით მეტი). თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 38.20 მლნ ლარით, ანუ 0.23%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.65%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 74.99 მლნ ლარით, ანუ 0.28%-ით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 0.48%-ით).

ასევე, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2023 წლის თებერვალში, წინა თვესთან შედარებით 9.46 მლნ ლარით (0.02%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.81%-ით გაიზარდა) და თებერვლის ბოლოს 44.45 მლრდ ლარი შეადგინა.

ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 144.87 მლნ ლარით (0.59%-ით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 154.32 მლნ ლარით (0.77%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 1.07%-ით).

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები