USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რას ყიდულობს საქართველო რუსეთში - TOP 10 პროდუქტი

რას ყიდულობს საქართველო რუსეთში - TOP 10 პროდუქტი

2023-04-25 18:20:10

რუსეთიდან საქართველოში იმპორტის ტრენდი აღმავალია.

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის პირველ კვარტალში რუსეთიდან საქართველოში 489,971.33 ათასი დოლარის პროდუქცია შემოვიდა, რაც 79%-ით მეტია 2022 წლის პირველი კვარტალის მონაცემებთან შედარებით. 

2022 წლის პირველ კვარტალში საქართველომ რუსეთიდან 273,957.86 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა. 

ღირებულებით ნაწილში, რუსეთიდან საქართველოში იმპორტირებული პროდუქციის TOP 3-ში პირველ ადგილზე ნავთობი და ნავთობპროდუქტებია, რაზეც რუსეთთან მთლიანი საიმპორტო ღირებულების 34%-ი მოდის.

ტოპ-10 პროდუქტი, რასაც საქართველო რუსეთში ყიდულობს:

1. ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 168,805.07 ათასი დოლარი - 235,338.85 ტონა

2. ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები სხვა - 74,545.46 ათასი დოლარი - 288,935.29 ტონა

3. ფქვილი ხორბლის ან ხორბალ-ჭვავისა - 13,059.15 ათასი დოლარი - 42,248.82 ტონა

4. ხორბალი და მესლინი - 12,483.57 ათასი დოლარი - 39,577.89 ტონა

5. ქვანახშირი, მყარი საწვავის სახეობები, მიღებული ქვანახშირისაგან - 11,754.41 ათასი დოლარი - 67,420.60 ტონა

6. ბოცები, ბოთლები და სხვა მინის ტევადობები - 10,750.18 ათასი დოლარი - 20,069.13 ტონა

7. წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე - 9,300.11 ათასი დოლარი - 14,877.50 ტონა

8. კოქსი და ნახევარკოქსი ქვანახშირის, ლიგნიტის ან ტორფისაგან, ნახშირი რეტორტისა - 8,594.29 ათასი დოლარი - 24,862.86 ტონა

9. ზეთი მზესუმზირისა, ალისარჩულისა ან ბამბისა და მათი ფრაქციები - 7,819.29 ათასი დოლარი - 6,104.61 ტონა

10. პროდუქტები რკინის მადნის პირდაპირი აღდგენისა და სხვა ღრუბლოვანი რკინა - 

7,657.52 ათასი დოლარი - 22,450.70 ტონა.

ბოლო 14 წლის სტატისტიკით რუსეთიდან იმპორტის რეკორდული ღირებულება 2022 წელს დაფიქსირდა და ქვეყენაში სულ 1,835,481.23 ათასი დოლარის ღირებულეების პროდუქცია შემოვიდა.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები