USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა ფაქტორების გავლენით გაუფასურდა ლარი - ალექსანდრე ძნელაძის განმარტება

რა ფაქტორების გავლენით გაუფასურდა ლარი - ალექსანდრე ძნელაძის განმარტება

2023-06-01 19:00:41

 

სავალუტო რყევები გრძელდება. ბოლო რამდენიმე დღეა, ლარი განუხრელად უფასურდება და კურსი უკვე 2,60-იან ნიშნულს გადასცდა. ამ დროს, როგორც საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე ძნელაძე Business Insider Georgia- თან განმარტავს, ზაფხულში ეროვნული ვალუტა ძირითადად მყარია და მკვეთრი რყევები მოსალოდნელი არ იყო.

რაც შეეხება გამომწვევ ფაქტორებს, ძნელაძის შეფასებით, კურსზე ერთობლივად იმოქმედეს ისეთმა გარემოებებმა, როგორიცაა ტურისტული ნაკადების ტემპის შესუსტება, იმპორტის გააქტიურება, სებ-ის ინტერვენციები და სხვა.

„ბევრი ნიუანსია, რაც ლარის გაუფასურებას განაპირობებს. ცალსახად რომელიმე ფაქტორის გავლენაზე საუბარი გამიჭირდება. მნიშვნელოვანია, რომ უცხოური ვალუტის შემოდინების კუთხით ტემპი შენელებულია. რეზერვების შევსების მხრივ გარკვეულწილად ეროვნულმა ბანკმაც მიიღო მონაწილეობა.

ასევე მიმდინარე პერიოდში მაისი ყოველთვის გამოირჩევა იმპორტის გააქტიურებით, რაც ასევე განაპირობებს რყევებს. რამდენიმე ფაქტორმა ერთობლივად იმოქმედა. მნიშვნელოვანია, რომ სხვა პერიოდში თუ ტურისტული ნაკადების ზრდა შეიმჩნეოდა მაისში (წელს და შარშანაც) დინამიკა თანაბარია.

ტენდენციას უნდა დავაკვირდეთ.წესით, ეროვნული ვალუტა ზაფხულის პერიოდში გამყარებაზე იყო ორიენტირებული იყო, წელს მოცემულობა შეიცვალა", - ამბობს ძნელაძე.

როგორ შეიძლება შეიცვალოს ვითარება და რამდენ ხანს გასტანს რყევები, საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელი პროგნოზს ჯერჯერობით ვერ აკეთებს, თუმცა ამბობს, რომ  აშშ დოლართან მიმართებით 2,7-2,8-იან მაჩვენებელს ზაფხულის პერიოდში ლარის კურსი არ უნდა გადასცდეს.

„ვერ გეტყვით, რა ნიშნულს დაუბრუნდება ლარი. მცურავი კურსია, მთლიანად მოთხოვნა-მიწოდებაზეა დამოკიდებული. მთავრობაც და სებ-იც ორიენტირებულია, რომ კურსი იყოს სტაბილური, მაგრამ პირდაპირი ჩარევა არ ხდება.

პროგნოზი მიჭირს, თუმცა შემიძლია ვივარაუდო, რომ 2,70-2,80 ის ზღვარია, რასაც ლარის გაუფასურების მაჩვენებელი ჯერჯერობით არ უნდა გაცდეს", - განმარტავს ალექსანდრე ძნელაძე Business Insider Georgia- თან.

ცნობისთვის, ეროვნული ბანკის მონაცემებით, 1-ელი ივნისის ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6396 ლარი გახდა. მანამდე მოქმედი კურსი 2.5972 ლარი იყო. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0424 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8278 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.7733 ლარს შეადგენდა. ევროს ცვლილებამ 0.0545 ლარი შეადგინა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები