USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა არის საქართველოში უძრავი ქონების გაძვირების მიზეზი - ირაკლი როსტომაშვილის განმარტება

რა არის საქართველოში უძრავი ქონების გაძვირების მიზეზი - ირაკლი როსტომაშვილის განმარტება

2023-07-24 18:00:55

 

უძრავ ქონებაზე ფასები იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე სამშენებლო მასალების გაიაფების ტენდენცია შეიმჩნევა, ამ ფაქტორის გავლენა რეალურად არ არის, რასაც კომპანია ,,არსის“ დამფუძნებელი ირაკლი როსტომაშვილი ბაზარზე მაღალ მოთხოვნას უკავშირებს.

როგორც იგი Business Insider Georgia - თან ამბობს, ყველა ძირითადი სამშენებლო მასალის ღირებულება შენარჩუნებულია ან იზრდება, რაც ასევე მოქმედებს ფასზე.

„მშენებლობის ფასის წარმოქმნაში 30% ტრანსპორტსა და საწვავს უჭირავს, რომელიც არ გაიაფებულა. შემდეგ მოდის ფოლადი, არმატურა და ბეტონი, რაც ასევე დაახლოებით 30%-ის ფარგლებშია, ობიექტს გააჩნია. დაახლოებით 30% არის კომპანიების სახელფასო ფონდი, სამივე მიმართულება მაღალ ფასს ინარჩუნებს. თუკი ბაზარზე მოსაპირკეთებელი მასალები წებო (მაგალითისთვის) იაფდება, ეს მოცემულობას ვერ ცვლის. ფასი დამოკიდებულია მოთხოვნა-მიწოდებაზე. მიმდინარე ტენდენცია იწვევს ფასის ზრდას.

მოლოდინი არის, რომ ბევრი გაიყიდება და მშენებლობა კიდევ გააქტიურდება, ასეთი განწყობაა, რაც ფასზე დადებითად აისახება. მაღალი აფსი დიდწილად რუსეთის ფაქტორს უკავშირდება. თუკი ეს რეალობა საპირისპიროდ შეიცვლება, მაშინ ბინების ფასიც დაიწევს, მაგრამ ჯერჯერობით ამის ნიშნები არ იკვეთება“, - ამბობს ირაკლი როსტომაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ივნისში მშენებლობისთვის შეძენილი მასალების ფასების წლიური ინდექსი 9.4%-ით შემცირდა. მათ შორის, შენობები და ნაგებობებს სამშენებლო სამუშაოების ქვეჯგუფში ფასების კლებამ 11.6% შეადგინა.

გარდა ამისა, ქვეჯგუფში - ელექტროსამონტაჟო, წყალგაყვანილობის და სხვა სამშენებლო სამონტაჟო სამუშაოები - ფასები შემცირდა 7.6%-ით; სამშენებლო დამამთავრებელი და მოსაპირკეთებელი სამუშაოები - 5.9%; სხვა სპეციალიზებული სამშენებლო სამუშაოები - ფასების კლებამ 20.6% შეადგინა.

რაც შეეხება უძრავი ქონების ფასს, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების ინდექსი ამ მიმართულებით 3.0 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 13.1 პროცენტი შეადგინა.

საქსტატის ცნობით, 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 28.8 პროცენტით არის გაზრდილი.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები