Wizz Air, ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი და ეკოლოგიურად ყველაზე მდგრადი ავიაკომპანია, იუწყება, რომ 2023 წელს, მისი საშუალო ნახშირბადის ემისია შეადგენდა 51,5 გრამს მგზავრზე/კმ-ზე, რაც 6,8%-ით ნაკლებია, ვიდრე 2022 წელს. ეს არის ავიაკომპანიის ყველაზე დაბალი საშუალო წლიური ნახშირბადის ემისიის მაჩვენებელი, რაც კი ოდესმე დაფიქსირებულა ერთ კალენდარულ წელიწადში. ეს ინფორმაცია ადასტურებს, რომ კონკურენტ ავიაკომპანიებში შორის, CO2-ის ინტენსივობის შემცირების მიმართულებით, Wizz Air ნამდვილად ლიდერია.
2023 წლის თებერვალში Wizz Air-მა მიაღწია ნახშირბადის ყველაზე დაბალ გამონაბოლქვს ერთ მგზავრზე/კმ-ზე ერთი თვის განმავლობაში, რაც შეადგენდა 48,9 გრამს. 2022 წლის იმავე თვესთან შედარებით, ეს მაჩვენებელი, 8,3%-ითაა შემცირებული.
Wizz Air მზად არის, რომ 2030 წლისთვის, 25%-ით შეამციროს CO2-ის ინტენსივობა. ავიაკომპანიის მდგრადობის სტრატეგიის განუყოფელი ელემენტია მისი ფლოტის განახლება. Wizz Air განუწყვეტლივ ზრდის თავის ფლოტს და ძველ თვითმფრინავებს უახლესი ტექნოლოგიით ანაცვლებს. მაგალითად, 2023 წელს ავიაკომპანიის ფლოტს 32 უახლესი და ყველაზე მდგრადი Airbus A321neo თვითმფრინავი დაამატა. ამჟამად, ავიაკომპანია ოპერირებს 195 Airbus თვითმფრინავით, რომელთა საშუალო ასაკი 4.3 წელია. ეს კი ევროპის საავიაციო ინდუსტრიის საშუალო ასაკზე, 10 წელზე გაცილებით დაბალია.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება