USD 2.8746

EUR 3.0252

TRY 0.0827

GBP 3.6438

RUB 0.027011

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ლაშა ხუციშვილმა IMF-სა და WB-ის წლიური შეხვედრის ფორმატში გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

ლაშა ხუციშვილმა IMF-სა და WB-ის წლიური შეხვედრის ფორმატში გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

2023-04-13 18:22:28

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრის ფორმატში შედგა მაღალი დონის დისკუსია: „გლობალური რისკების დაძლევა - სახელმწიფო ვალის მართვის შესაძლებლობების განვითარება“, რომელსაც მოდერატორობას საერთაშორისო სავალუტო ფონდის შესაძლებლობათა განვითარების ინსტიტუტის დირექტორი დომინიკ დესრუელი უწევდა.

დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის პირველმა მოადგილემ, გიტა გოპინათმა და ბენინის რესპუბლიკის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრმა, რომოლდ ვადაგნიმ.

თავის გამოსვლაში, ფინანსთა მინისტრმა ისაუბრა ვალის მართვისა და ფისკალური დისციპლინის განმტკიცების მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ ბოლო წლებში გადადგმულ ნაბიჯებზე. მისი თქმით, როგორც პანდემიამდე, ისე პოსტ-პანდემიურ პერიოდში საქართველომ აჩვენა, რომ მნიშვნელოვანია ჯანსაღი და გონივრული ფისკალური პოლიტიკის შენარჩუნება.

თემატური დისკუსიის მოდერატორის კითხვაზე: „რამ განაპირობა გადამწყვეტი წინსვლა საქართველოში და რით იყო გამოწვეული ბოლო წლებში სახელმწიფო ვალის მართვის უპრეცედენტო გაუმჯობესება, რაც სხვა სახელმწიფოებს შეიძლება სანიმუშო მაგალითად გამოადგეთ?“ - ფინანსთა მინისტრმა დაასახელა: საჯარო სექტორში ძლიერი ფინანსური მართვის სისტემის არსებობა და გონივრული ფისკალური დისციპლინის დაცვა; მაკრო-ფისკალური პარამეტრებისა და ვალის მდგრადობის ანალიზის პრაქტიკის არსებობა; ვალის პორტფელის დივერსიფიცირება და საჯარო ფინანსების გონივრული მართვა.

ფინანსთა მინისტრმა, ასევე, ისაუბრა ქვეყნის სატრანზიტო და ტურისტული პოტენციალის გამოყენებისა და ინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელობაზე და ამ კუთხით ქვეყანაში მიმდინარე მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები