Business Insider Georgia-თან Galt&Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის დირექტორი ევა ბოჭორიშვილი საქართველოს ეკონომიკასა და ლარის კურსზე გავლენის ფაქტორებს ასახელებს.
ევა ბოჭორიშვილის შეფასებით, ფაქტორები, რასაც გავლენა ჰქონდა ლარის კურსის გამყარებასა და ეკონომიკურ ზრდაზე არ შეცვლილა.
ფაქტორები, რამაც გამოიწვია ლარის კურსის გამყარება 2022 წლის აპრილიდან, არ შეცვლილა და იგივე რჩება. ესაა გაზრდილ სავალუტო ნაკადები, ექსპორტი, ფულადი გზავნილები, ხოლო ბოლო პერიოდში გააქტიურდა ტურიზმი.
ჩვენი მოლოდინებით, როდესაც პროგნოზები შევიმუშავეთ 2022 წლის ბოლოს, ფაქტობრივი მონაცემები, ინფლაციის შენელების, ეკონომიკური ზრდისა და ლარის კურსის კუთხით პოზიტიურად შეიცვალა, ვიდრე ეს ჩვენს საბაზისო პროგნოზში იყო მაშინ, როდესაც 2023 წელზე შესაბამის გათვლებს ვაკეთებდით.
გვქონდა მოლოდინი, რომ ფულადი ნაკადების შემოდინება, ეტაპობრივად შემცირებას დაიწყებდა. ვფიქრობდით, რომ განსაკუთრებით შენელების ტემპი ექნებოდა ფულად გზავნილებს.
თუმცა, როგორც აღმოჩნდა, 2023 წლის პირველ კვარტალში ნაკადები უფრო ძლიერი იყო ვიდრე ჩვენი მოლოდინი. ახლა შესაძლოა, იყოს ამ მიმართულებით ეტაპობრივი შენელება, მაგრამ აქ არის მეორე ფაქტორი - ტურიზმი. ვიზიტორების რაოდენობა სრულად არაა აღდგენილი 2019 წელთან შედარებით, თუმცა ვფიქრობთ, რომ ტურიზმის აღდგენა 2022 წელს უნდა გაგრძელდეს და ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ლარის კურსთან მიმართებით.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე ჩვენ გავაუმჯობესეთ ლარის კურსის პროგნოზი. საშუალოდ წელს, ლარი აშშ დოლართან მიმართებით 2,55 -ის ნიშნულზე იქნება. ჩვენი წინა პროგნოზი იყო 2,65. ახლა გამყარების ტენდენციის შენარჩუნებას ველოდებით.
აქ არის კიდევ ერთი მომენტი, რომ ლარის გამყარება გრძელდება იმ ფონზე, როდესაც ეროვნული ბანკი განაგრძობს ვალუტის ყიდვას და რეზერვების დაგროვებას. ეროვნულმა ბანკმა საკმაოდ დიდი თანხა შეიძინა $460,5 მილიონი. ამის მიუხედავად ლარის გამყარების ტენდენცია გრძელდება, რაც იმას მიუთითებს რომ საგარეო შემოდინებები არის ძლიერი.
ლარის კურსზე გვაქვს უკეთესი მოლოდინი, თუმცა რისკები ყოველთვის არსებობს. უფრო სავალუტო ნაკადებზე მაქვს საუბარი. არ არის გამორიცხული ტემპის შენელება, რაც შესაძლოა, უკავშირდებოდეს რეგიონში არსებულ ვითარებას. ამ ეტაპზე რასაც ვხედავთ, შექმნილი ვითარება ეკონომიკური კუთხით ჩვენზე დადებითად აისახა. ამასთან, რეგიონში შექმნილ გეოპოლიტიკურ ფონზე, რისკები არის მომატებული. რთული ვითარება ერთ-ერთ რისკ-ფაქტორად რჩება.
ეროვნულ ბანკს, უფრო კონსერვატიული პროგნოზები აქვს. ჩვენი საბაზისო სცენარი იყო 2023 წელს, რომ ეკონომიკური ზრდა 4,8% იქნებოდა. პირველ კვარტალში ვითარება ბევრად უკეთესია, ამიტომ ჩვენ ეკონომიკის ზრდის პროგნოზს გადავხედეთ ზრდის მიმართულებით. ჩვენი პროგნოზია - 5,8%. ეროვნული ბანკის პროგნოზი იმაზე დაბალია ვიდრე ჩვენი თავდაპირველი პროგნოზი იყო.
.
პირველ კვარტალში 7,2%-ით გაიზარდა ეკონომიკა. ჩვენ ეს მოლოდინი არ გვქონდა. ფაქტორები რაც იწვევს ეკონომიკურ ზრდას, აქტიურდება. კერძოდ მნიშვნელოვანია ინვესტიციების შემოდინება. ჩვენ ვხედავთ, რომ ინფლაცია მცირდება, ეს ნიშნავს, რომ მომხმარებლის მსყიდველობითი უნარი გაიზრდება და სამომხმარებლო ხარჯებიც დადებით წვლილს შეიტანს. კიდევ მნიშვნელოვანი ფაქტორია „მიგრანტების ეფექტი“, რაც გრძელდება და ეკონომიკურ ზრდაზე დადებითად მოქმედებს.
უახლესი
6 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება6 საათის წინ
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა