USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ქვეყანაში ცემენტის 84%-ი აზერბაიჯანიდან შემოდის

ქვეყანაში ცემენტის 84%-ი აზერბაიჯანიდან შემოდის

2023-11-13 19:00:51

მშენებლობის ტემპის ზრდის პარალელურად მზარდია ქვეყანაში იმპორტირებული ცემენტის მოცულობაც.

საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-სექტემბერში ქვეყანამ 735,320.26 ტონა ცემენტი იყიდა, რაშიც 52,758.66 ათასი დოლარის გადაიხადა. მიმდინარე სტატისტიკური მაჩვენებლების ფონზეა ნათელია, რომ ქვეყანაში ცემენტის იმპორტი 20%-ითაა გაზრდილი.

2022 წლის 9 თვეში ქვეყანამ 612,802.35 ტონა ცემენტის იმპორტი განახორციელა.

ქვეყანაში ცემენტის იმპორტმა მაქსიმუმს 2022 წელს მიაღწია, თუმცა არსებული სტატისტიკური მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ  2023 წლის ბოლოს ქვეყანაში ცემენტის იმპორტი 2022 წლის მჩვენებლებს  გადაუსწრებს. 2022 წელს ქვეყანაში 853,628.42 ტონა ცემენტის იმპორტი დაფიქსირდა.

2023 წლის 9 თვის სტატისტიკით ქვეყანამ ცემენტის იმპორტის 84%-ი აზერბაიჯანიდან განახორციელა. 9 თეში ცემენტის იმპორტი სულ 6 ბაზრიდან ფიქსირდება.
 

ქვეყნები, სადაც საქართველო ცემენტს ყიდულობს:

  • აზერბაიჯანი - 616,437.64 ტონა,
  • თურქეთი - 118,681.60 ტონა,
  • თურქმენეთი - 125.00 ტონა
  • საბერძნეთი - 72.00 ტონა,
  • რუსეთი - 4.00 ტონა,
  • გერმანია - 0.01 ტონა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები