ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 4 ივნისიდან ალმათის მიმართულებით ფრენები დაიწყება.
ყაზახური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია FlyArystan ალმათიდან ქუთაისის მიმართულებით მეხუთე მიმართულებას, ალმათის დაამატებს.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებების საბოლოო რაუნდი წარმატებით დაასრულა.
ყაზახეთის უმსხვილეს ქალაქში მოხვედრა ქუთაისიდან კვირაში ორჯერ, ოთხშაბათსა და კვირას A320 ტიპის საჰაერო ხომალდით იქნება შესაძლებელი.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, ახალი ყაზახური მიმართულება დანარჩენი ოთხი მიმართულების მსგავსად მოთხოვნადი იქნება.
,,ყაზახური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია FlysArystan-ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას კიდევ უფრო აძლიერებს. ალმათი - სრულიად ახალი, მეხუთე მიმართულება დაემატება ივნისიდან ჩვენს აეროპორტს. რითაც ქუთაისიდან ფაქტობრივად, სრულად დაიფარება ყაზახეთის ქალაქები. ცენტრალური აზია ახალი მიმართლებაა ქუთაისის აეროპორტისთვის და ზოგადად, იმერეთის მხარისთვის. FLyArystan-ის წარმატებულმა მაგალითმა აჩვენა, რომ ჩვენი რეგიონი ყაზახეთისთვის ძალიან საინტერესო, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და მიმზიდველი მიმართულებაა. ზაფხულში ავიაკომპანია ქუთაისის მიმართულებით ყაზახეთიდან კვირაში 15 სიხშირით იფრენს,-‘’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.
ამ ეტაპზე, ყაზახური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია FLyArystan ქუთაისში ყაზახეთის დედაქალაქ ასტანადან, ატირაუდან, აქტაუდან და შიმკენტიდან პირდაპირ რეგულარულ ფრენებს ასრულებს.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება